ფარმაცევტული ანალიზის და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი

ფარმაცევტული ანალიზის და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი
ფარმაცევტული ანალიზის და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი

პერსონალი: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მ. გეთია; მეცნიერი თანამშრომელი გ. მოშიაშვილი

ისტორია: თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2017 წელს, მანამდე ის ინსტიტუტში არსებობდა ანალიზის ლაბორატორიის სახით.

მიზნები და ამოცანები: დეპარტამენტის ძირითადი მიზანია ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების, ექსტრაქტების, სუბსტანციების და მზა წამლის ფორმების ანალიზის მეთოდების შემუშავება და სტანდარტიზაცია.

მიზნის მისაღწევად ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგი სახის ამოცანებს:

  • მცენარეული თუ მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტების გამდიდრებული ჯამების და გასუფთავებული ნივთირებების დახასიათება.
  • აღნიშნული სუბსტანციების თვისობრივი და რაოდებრივი ანალიზი ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების გამოყენებით.
  • ბიოლოგიურად აქტიურ ექსტრაქტიდან და გამდიდრებულ ფრაქციებიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების იდენტიფიკაცია, მათი დაყოფის და იზოლირების მეთოდების შემუშავება.
  • ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შემუშავებული პრეპარატების ანალიზის მეთოდების განახლება-შემუშავება, აქტიური სუბსტანციების და წამლის ფორმების სტანდარტიზაცია. 

სამეცნიერო მიმართულებები: ფარმაცევტული ქიმია, ფარმაცია

კვლევის მეთოდები:

ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტების გამდიდრებული ფრაქციების და ინდივიდუალური ნივთიერებების ანალიზისა და სტანდარტიზაციისთვის გამოიყენება ქიმიური მეთოდები; ასევე, სპექტროფოტომეტრია ულტრიისფერ, ხილულ და ინფრაწითელ უბანში (Jasco V730; Jasco FT/IR 4600), პოლაროგრაფია (Anton Paar MCP 200); თხელფენაზე, მაღალეფექტური სითხური (Agilent technologies 1260 infinity, Agilent technologies 1260 infinity with fraction collector and preparative column) და გაზური ქრომატოგრაფია (Agilent technologies 7890B); მასსპექტრომეტრული (Agilent technologies 6420 Triple Quad LC/MS) და პოტენციომეტრული (Cyberscan) მეთოდები.

სასწავლო მიმართულება:

ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების სტუდენტების სასწავლო სტრჟირებაში.

საექსპერტო-საკონსულტაციო მიმართულება:

ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ექსპერტიზაში.

შედეგები:

განხორციელდა საქართველოში გავრცელებული და ინტროდუცირებულ მცენარეთა სხვადასხვა  სახეობებიდან იზოლირებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების, გამდიდრებული ფრაქციების ექსტრაქტების, ანალიზი  თანამედროვე ქრომატოგრაფიული; ოპტიკური (პოლაროგრაფია, რეფრაქტომეტრია, სპექტროფოტომეტრია - ულტრაიისფერ, ხილულ და ინფრაწითელ უბანში), მასსპექტრომეტრული  და ანალიზის ქიმიური მეთოდებით.

შემუშავდა და განახლდა ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი პრეაპარატების თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის მეთოდები.

მიღებული შედეგების საფუძველზე გამოქვენდა სამეცნიერო პუბლიკაციები სხვადასხვა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში და მოხსენდა კონფერენციებზე ზეპირი და პოსტერულიპრეზენტაციების სახით.