კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი

კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი
კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი

პერსონალი: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი კ. მულკიჯანიანი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მ. სულაქველიძე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნ. გოგიტიძე, მეცნიერი თანამშრომელი ნ. მუშკიაშვილი,  მეცნიერი თანამშრომელი ნ.სუხიშვილი, მეცნიერი თანამშრომელი ნ.ხვედელიძე, მეცნიერი თანამშრომელი მ.კვიწინაძე, სპეციალისტი გ.გასიმოვა

კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი - სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციებში შედის ბუნებრივი, ქიმიურად მოდიფიცირებული და სინთეზური ნაერთების ბიოლოგიური აქტიურობის გამოვლენა, მათი მოქმედების მექანიზმების დადგენა და უსაფრთხოების შესწავლა.

ისტორია: ბუნებრივი ნაერთების აქტიუობის გამოვლენის, შესწავლისა და სხვადასხვა დანიშნულების პრეპარატების შექმნის მიზნით, ინსტიტუტში დაარსებისთანავე შეიქმნა და სხვადასხვა პერიოდში ფუნქციონირებდა ბიოლოგიური შეფასების სტრუქტურული ერთეულები: 1932-1960 - ბიოლოგიური შეფასების განყოფილება, 1960-2005 - ბიოლოგიური კვლევის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდენ პროფ. გიორგი ვაწაძე (1932-1938), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დიმიტრი გედევანიშვილი (1938-1960) და პროფ. მიხეილ გედევანიშვილი (1960-2005). 1977 წ გაიხსნა და 2004-მდე   ფუნნციონერებდა ფარმაკოლოგიის განყოფილება პროფ. გურამ აბულაძის ხელმძღვანელობით. 2005 წ მათ ბაზაზე შეიქმნა კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპერტამენტი.  არსებობის მანძილზე თანამშრომლების მიერ მიღებულია 31 პატენტი და საავტორო მოწმობა, გამოქვეყნებულია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, დახულია მრავალი სადოქტორო და საკანდიდატო დისეტრტაცია.

მიზნები

  • ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევების GLP და 3R სტანდარტზე გადაყვანა;
  • საქართველოში შემუშავებული ორიგინალური სამკურნალო, ვეტერინარული, პრეპარატებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების კონკურენტუნარიანობის ამაღლება საერთაშორისო ბაზარზე;
  • ახალგაზრდა მეცნიერების და სტუდენტების თანამედროვე სამეცნიერო კვლევის პრაქტიკული მეთოდების  ათვისების ხელშეწყობა.

ამოცანები

  • ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის თანამედროვე GLP სტანდარტის შესაბამისი მეთოდების ეტაპობრივი ჩანერგვა;
  • საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში მიღებული ბუნებრივი ნაერთების  ფარმაცევტული პროდუქტების სრულფასოვანი ფარმაკოლოგიური  გამოკვლევა და  უსაფრთხოების შეფასება;
  • სტუდენტების, მაგისტრანტების და დოქტორანტების ექსპერიმენტულ მეცნიერების დარგში საჭირო ცოდნის მიღების უზრუნველყოფა;
  • კომერციული საქმიანობით  მიღებული სახსრების მობილიზება სამეცნიერო კვლევის განვითარებისათვის.

სამეცნიერო მიმართულებები

  • ნაერთების სავარაუდო მოქმედების და ტოქსიკურობის პროგნოზირება/ანალიზი (QSAR)
  • ფიზიოლოგიური სისტემის ზოგიერთი პათოლოგიის ფარმაკოლოგიური კორექცია;
  • ანთებისა და  რეგენერაციის  პროცესების ფარმაკოლოგიური კორექცია.
  • ჰემოპოეზის ფარმაკოლოგიური კორექცია;
  • უსაფრთხოების შესწავლა

კვლევის მეთოდები:

in silico და in vitro კვლევები

  • 3500 სახის ბიოლოგიური აქტიურობის, მ.შ. ფარმაკოლოგიური ეფექტების, მოქმედების მექანიზმების, და ფერმენტებთან ურთიერთქმედების პროგნოზირება
  • ფიზიკურ-ქიმიური თვისებების, ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების და ტოქსიკურობის პროგნოზირება
  • წამალ-რეცეპტორის ურთიერთქმედება იზოლირებულ ორგანოებზე

in vivo და in situ კვლევები

  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (3 მოდელზე)
  • ჭრილობისა და დამწვრობის საწინააღმდეგო მოქმედება (3 მოდელზე)
  • გასტროპროტექტორული მოქმედება (3 მოდელზე)
  • ჰეპატოპროტექტორული მოქმედება
  • ექსპერიმენტული ანემიები
  • ანტიარითმული მოქმედება
  • ანალგეზური მოქმედება
  • სედატიური მოქმედება
  • მიორელაქსანტური მოქმედება
  • კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება

უსაფრთხოების შესწავლა

  • მწვავე და ქვემწვავე ტოქსიკურობა
  • ქრონიკული ტოქსიკურობა
  • მაალერგიზებელი მოქმედება
  • ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება

სასწავლო მიმართულება:

  • შესაბამისი პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვა მეცნიერული კვლევის პროცესში,
  • სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შედგენაში მონაწილეობა და საკვალიფიკაციო შრომების ხელმძღვანელობა;

საექსპერტო-საკონსულტაციო მიმართულება:

  • შემუშავებული სავარაუდო სამკურნალო პრეპარატების კლინიკური გამოკვლევისთვის და მათი რეგიტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
  • შემუშავებული სავარაუდო სამკურნალო პრეპარატების  სპეციალიზირებულ დაწესებულებებში კლინიკური გამოკვლევის მონიტორინგი.
  • ქიმიური და ტექნოლოგიური პროფილის სტრუქტურული დანაყოფების ინფორმირება თანამედროვე ფარმაკოლოგიის და ფარმაკოთერაპიის განვითარების ტენდენციებზე;
  • ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევასთან დაკავშირებული  გრძელვადიანი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა-შეფასება.

10 წლის ძირითადი შედეგები

  • შესწავლილი ნაერთები - 124
  • საგრანტო პროექტი - 12
  • სამეცნიერო პუბლიკაციები - 52
  • მოხსენებები ადგილობრივ და საერთთაშორისო კონფერენციებზე - 44
  • პატენტები - 2