პერსონალი: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზ. ქემოკლიძე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ვ. მშვილდაძე; უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თ. კორკოტაძე.
ისტორია: თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ტერპენული შენაერთების მიმართულება ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიურ განყოფილებას გამოეყო 2006 წელს ტრიტერპენული შენაერთების ლაბორატორიის სახით და მის ხელმძღვანელად დაინიშნა ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი პროფ.: გ. დეკანოსიძე, რომელიც ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა - 2018 წლამდე. 2014 წლიდან ტრიტერპენული შენაერთების ლაბორატორიას სახელი შეეცვალა და დღემდე ფუნქციონირებს ტერპენული შენაერთების მიმართულების სახელწოდებით.
ტერპენული შენაერთების მიმართულების კვლევების მიზანია საქართველოში მოზარდი და კულტივირებული პოტენციური სამკურნალო მცენარეული ნედლეულების ტრიტერპენული (ტერპენული) შენაერთების ფიტოქიმიური შესწავლა მათი შემდგომში სამკურნალო და პროფილაქტიკური გამოყენების მიზნით. საქართველოს ფლორის შესწავლა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების _ ტერპენული შენაერთების გამოკვლევა, შემდგომში, მედიცინაში, პარფიუმერიასა და სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში გამოყენების მიმართულებით.
ამოცანები: ტერპენების შემცველი მცენარეებიდან ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტების, გამდიდრებული ფრაქციების და ინდივიდუალური ნივთიერებების იზოლირება.
ტერპენების შემცველი მცენარეებიდან სამკურნალო სუბსტანციების მიღება და მათ საფუძველზე პრეპარატების შემუშავება.
შემუშავებული სამკურნალო სუბსტანციების და პრეპარატების სტანდარტიზაცია და მათი ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება.
სამეცნიერო მიმართულებები: ფიტოქიმია, ფარმაკოგნოზია.
კვლევის მეთოდები:
ტერპენული შენაერთების მიმართულების მიერ განხორციელებული კვლევები მიეკუთვნება ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევებს, იგი მოიცავს საქართველოში გავრცელებული მცენარეების სხვადასხვა ვეგეტატიური ორგანოების შედარებით ფიტოქიმიურ დახასიათებას, ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე მიღებული ბიოლოგიურად აქტიური სუბსტანციის გამოვლენას და მისი უსაფრთხოების შესწავლას, რაც სამომავლოდ იძლევა მცენარეული წარმოშობის, ეფექტური წამლის ფორმის შექმნის შესაძლებლობას.
ფიტოქიმიური კვლევების ოპტიმიზაციის მიზნით გამოიყენება მცენარეული ნედლეულიდან ექსტრაქციის, ექსტრაქტის ფრაქციონირებისა და ცალკეული ინდივიდუალური კომპონენტების გამოყოფის პირობები; კერძოდ, თანამედროვე ქრომატოგრაფიული (სვეტური, დაბალი წნევის სითხური სხვადასხვა ადსორბენტის გამოყენებით, როგორიცაა: სილიკაგელი, პოლიამიდი, დიაიონი HP20, სეფადექსი LH20, შებრუნებული ფაზა RP18) და სპექტრალური ანალიზის მეთოდები, როგორიცაა: ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი (ბმრ) და მას-სპექტრომეტრია (მს).
სასწავლო მიმართულება: უკანასკნელი წლების განმავლობაში ტერპენული შენაერთების მიმართულება, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სხვა მიმართულებებთან ერთად აქტიურად იღებს მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების სასწავლო სტაჟირების პროცესში.
საექსპერტო-საკონსულტაციო მიმართულება: ტერპენული შენაერთების მიმართულების მეცნიერ თანამშრომლები ხშირად გვევლინებიან ფარმაციის მიმართულებით მომზადებული სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების ექსპერტ-კონსულტანტებად.
შედეგები: 200-ზე მეტ მცენარეს ჩაუტარდა წინასწარი ანალიზი საქართველოს ფლორის
12 სახეობა ღრმადაა შესწავლილი ტრიტერპენული საპონინების შემცველობის თვალსაზრისით; გამოყოფილი და კლასიფიცირებულია 100-ზე მეტი ინდივიდუალური ნივთიერება; აქედან 30-ზე მეტი ახალი სტრუქტურით.
ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია 2 მონოგრაფიისა და 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის სახით. მიღებულია 25 საავტორო მოწმობა და პატენტი.
პრეპარატები:
კავსურონის წვეთები, კავსურონის სიროფი და კავსურონის ტაბლეტები - მიღებულია სუროს ფოთლებიდან; ახასიათებს ბრონქოსპაზმოლიზური მოქმედება, გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ
ფაციფლოგინი - ორიგინალური, არასტეროიდული ანტირევმატიული პრეპარატი (ტაბლეტები) - მიღებულია იაპონური ფაციას ფოთლების ტრიტერპენული გლიკოზიდებიდან, რომელსაც გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი ეფექტი. ფაციფლოგინი თერაპიული მოქმედების ფართო დიაპაზონით ხასიათდება და არ ავლენს არასასურველ თანამოვლენებს.
ეპიცეფი - კრუნჩხვების საწინააღმდეგო “ ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტი.
ციკლასიტი - სინუსიტების სამკურნალო სუბსტანცია მიღებული ყოჩივარდას ტუბერებიდან
„PS-551“- პატენტუნარიანი სუბსტანცია.
საგრანტო პროექტები:
2009-2012 – GNSF/ST08/6-467 - ანტიოქსიდანტური და სიმსივნისსაწინააღმდეგო ტრიტერპენული გლიკოზიდები საქართველოს ფლორის მცენარეებიდან. ბროქოსპაზმოლიზური მოქმედების პრეპარატ „კავსურონის“ ახალი წამლის ფორმების შემუშავება.
2012 – 2013 – დ/13/17 - საქართველოში გავრცელებული სუროების სხვადასხვა პოლარობის ექსტრაქტების ფიტოქიმიური შესწავლა პეპტიკური წყლულის საწინააღმდეგო ეფექტურობის შესწავლის მიზნით
Phytochemical investigation of various polar fractions from Hedera species growing in Georgia for evaluating antipeptic ulcer activity
ტერპენული შენაერთების მიმართულების შრომების სია 2015-2019:
1.Кемоклидзе З. С., Деканосидзе Г.Е., Кемертелидзе Э.П. Препарат Фатсифлогин из растения Fatsia japonica (Thunb) Decnе et Planch. - Фатсии японской культивированной в Грузи“ RS GLOBAL Science Reviu”6(13), vol.3, Iuly 2018. 23-25.
2. 3. Кемертелидзе Э.П., Деканосидзе Г.Е., Мшвилдадзе В.Д., Табатадзе Н.А., Кемоклидзе З. С., Табидзе Б.В Химический состав и фармакологическая эффективность тритерпеновых гликозидов некоторых растений, произрастающих в Грузии. Монография. Национальная Академи наук Грузии Институт фармакохимии И.Г. Кутателадзе ТГМУТбилиси.2018. 285 С. .
3. 3..Кемоклидзе З. С., Деканосидзе Г.Е., Кемертелидзе Э.П. „БИОЛОГИЧЕСКИ АКТИВНЫЕ ТРИТЕРПЕНОВЫЕ ГЛИКОЗИДЫ КУЛЬТИВИРОВАННОЙ В ГРУЗИИ FATSIA JAPONICA (THUNB) DECNE ET PLANCH -ФАТСИИ ЯПОНСКОЙ“ Научно-практический журнал “Вопросы биологической, медицинской и фармацевтической химии“ №10,2018. 15-18.
4. ზ. ქემოკლიძე, მ. გეთია, ნ.გორგასლიძე. ფაციფლოგინის ტაბლეტებიდან მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის დინამიკის ანალიზი ფარმაკოთერაპიის ოპტიმიზაციისათვის. „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“# 5. 2018. 53-54.
5 Getia , V. Mshvildadze , A. Pichette ,G. Dekanosidze , Z. Kemoklidze. Development of Analytical Procedure for the Quantification of “Fatsiflogin”. IOS Journal of Pharmacy. 2017. 7(3), pp. 96-99.
6. K. Mchedlidze, M. Churadze, J. Aneli, G. Moshiashvili and V. Mshvildadze. Anatomical structure of the stem and leaf of Daphne glomerata Lam. Journal of Pharmacognosy and Phytochemistry. 2019, 8(4), 3241-3244.
7. E.Kemertelidze, G. Dekanosidze, V. Mshvildadze, N. Tabatadze, Z. Kemoklidze, B.Tabidze. Chemical composition and pharmaceutical effectiveness of triterpene glycosides of certain plants growing in Georgia. Monograph, 2018, Georgian National Academy of Sciences, Tbilisi, Georgia.
8. . Lavoie S, Gauthier C, Mshvildadze V, Legault J, Roger B, Pichette A. DFT Calculations and ROESY NMR Data for the Diastereochemical Characterization of Cytotoxic Tetraterpenoids from the Oleoresin of Abies balsamea. J. Nat. Prod. 2015, 78, 2896−2907.
9. Malkhaz Getia , Vakhtang Mshvildadze , Genri Dekanosidze and André Pichette. Quantification of a crude extract from Hedera colchica. International Journal of Pharmaceutical Sciences and Research. 2015. Vol. 6, Issue 9, pp. 3836-3840.
10. Serge Lavoie, Charles Gauthier, Jean Legault, Vakhtang Mshvildadze and André Pichette. Diastereoisomeric tetraterpenes from Abies balsamea oleoresin. Phytochemical Society of Europe, “Trends in Natural Products Research”, June 23 –25, 2014 | Olomouc, Czec Republic.