პერსონალი: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნ. ვაჩნაძე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ლ. კინწურაშვილი; მეცნიერი თანამშრომელი თ. სულაძე; მეცნიერი თანამშრომელი ნ. ქაჩლიშვილი.
ისტორია: ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ალკალოიდების მიმართულებით სამეცნიერო კვლევები დაარსებისთანავე 1932წ. დაიწყო.
კვლევის მიზანი და ამოცანები: ალკალოიდების მიმართულება მიზნად ისახავს საქართველოში მოზარდი, ინტროდუცირებული და შემოტანილი მცენარეების ფიტოქიმიურ შესწავლას ალკალოიდების შემცველობაზე და მათი ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური აქტივობების შეფასებას. ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გადაწყვეტილი შემდეგი სახის ამოცანები:
სხ/სხ ვეგეტატიური ორგანოების საცდელი ნიმუშების აღება, მორფოლოგიურ - ანატომიური შენების კვლევა და სადიაგნოსტიკო ნიშნების განსაზღვრა.
საკვლევი ნიმუშებიდან ალკალოიდების ჯამური სუბსტანციების მიღება და ინდივიდუალური ალკალოიდების გამოყოფა თანამედროვე ფიტოტექნოლოგიების გამოყენებით.
ალკალოიდების თვისობრივი და რაოდენობრივი შემცველობები განისაზღვრება თანამედროვე სპექტრალური მეთოდების გამოყენებით.
ალკალოიდების ჯამური სუბსტანციების და ინდივიდუალური ალკალოიდების სპეციფიური ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური აქტივობების შესწავლა.
მიზნის მისაღწევად უნდა შემუშავდეს მიზანმიმართული მიწოდების თანამედროვე წამალთფორმები.
ამჟამად კვლევები მიმდინარეობს ალკალოიდების სხ/სხ ქიმიურ ჯგუფებზე.
სასწავლო მიმართულება: თსსუ და ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე თსსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტები გადიან გათვალისწინებულ სასწავლო პროფესიულ პრაქტიკას ალკალოიდების მიმართულებაში.
საექსპერტო-საკონსულტაციო მიმართულება: სამეცნიერო შრომების, დისერტაციების ექსპერტიზა.
კვლევის ძირითადი შედეგები: გამოყოფილი ალკალოიდების უმრავლესობა ამჟღავნებს ფართო სპექტრის ბიოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ აქტივობებს: გრანულოციტოპოეზური, ანტიარითმიული აქტივობა, ცერებრალური მიმოქცევის გასაუმჯობესებელი, სპაზმოლიზური და ანტიჰისტამინური აქტივობა, ანტიდიაბეტური აქტივობა, ციტოტოქსიური და ანტიოქსიდანტური ალკალოიდების აქტივობა, აპოპტოზური ანტიოქსიდანტური და ანტირადიკალური ეფექტი, გლიკოპროტეინების (P–GP) როლი ინდოლინის ალკალოიდების ტრანსმემბრანულ გადატანაში და ა.შ .
პუბლიკაციები: ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული იყო - 95 სტატია (იმპაქტ ფაქტორიან და რეფერირებულ ჟურნალებში); 81 - პუბლიკაცია საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებში. მიმართულება ფლობს 4 - ეროვნულ პატენტს; 7- საავტოროს; 1- მონოგრაფიას.
დაცულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი: საკანდიდატო - 20; აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად - 4 ფარმაციაში და 1- ქიმიის მიმართულებით; სადოქტორო - 2. აგრეთვე მიმართულების თანამშრომლები არიან ჩართულები საექსპერტო-საკონსულტაციო სამუშაოებში.
ალკალოიდების მიმართულების თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან:
University of Quebec at Chicoutimi, 555, boulevard de l’Université Chicoutimi (Quebec) Canada G7H 2B1, 418 545-5011, 1 800 463-9880 , Laboratoire d’analyse et de séparation des essences végétales (LASEVE), Director : André Pichette
418 545-5011, post 5081, email - andre_pichette@uqac.ca
ალკალოიდების მიმართულების ბოლო 5 წლის პუბლიკაციები :
- 1. Kintsurashvili L. G. Pharmacologically active alkaloids of NarcissusL., introduced in Georgia. IJPPR humanjournals. 2019 Vol.: 15, Issue: 1. 36-38
- 2. Л. Г. Кинцурашвили, Т.Ш.Суладзе, В. Д. Мшвилдадзе. Алкалоиды подземных органов Aconitum orientale Mill. и Aconitum nasutum Fisch. ex Reichemb флоры Грузии и их биологическая активность. Georgian medical news, 2018. №1, 164-166.
- 3. Kintsurashvili L, Mshvildadze V., Gorgaslidze N. Biologically active alkaloids from the bark of Taxus Baccata L. growing in Georgia. International Journal of Pharmacy and Pharmaceutical Research. IJPPR humanjournals N,2018; V.12 (3) : 211-214.
- 4. ვ.ვაჩნაძე, ნ.ვაჩნაძე, ლ.კინწურაშვილი, თ.სულაძე, ვ.მშვილდაძე, ქ.მჭედლიძე. საქართველოში გავრცელებული და ინტროდუცირებული ზოგიერთი ალკალოიდშემცველი მცენარე და მათი ბიოლოგიური აქტივობა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, თბილისი, 2017, №3, 31-37
- 5. Л.Г.Кинцурашвили. Метод количественного анализа лаппаконитина в подземныхчастях Aconitum orientale Mill, произрастающего в Грузии. Georgian medical news, 2016, 5(254), 103-106.
- 6. ვ.ვაჩნაძე, ნ.ვაჩნაძე, ქ.მჭედლიძე, თ.სულაძე, ჟ.ნოვიკოვა. საქართველოში გავრცელებული და ინტროდუცირებული ალკალოიდშემცველი მცენარეების სკრინინგი და Buxus colchica Pojark ბიოლოგიური აქტივობა. საქართველოს სამედიცინო სიახლენი, ,,Tbilisi-NewYork,, 2016, №7-8(256-257), 82-87
- 7. ვ.ვაჩნაძე, ნ.ვაჩნაძე, ნ.გოგიტიძე, ნ.მუშკიაშვილი, ქ.მჭედლიძე. ბიოლოგიურად აქტიური ალკალოიდები საქართველოში მოზარდი Vinca herbacea Waldst et Kit ფესვებიდან და ფესურებიდან. საქართველოს სამედიცინო სიახლენი, ,,Tbilisi-NewYork,, 2017, №10(271), 122-126.
- 8. Bakuridze A.D., Vachnadze V.I., Joxadze M.S., Mosidze E.E., Berashvili D.T., M. Metreveli and V.Mshvildadze. Stady and development of targeted drug delivery systems and dosage forms. World Journal of pharmaceutical Research, 2017, V.6, Issue 4, 1780-1787.
- 9. ვ.ვაჩნაძე, ნ.ვაჩნაძე, თ.სულაძე. დასავლეთ საქართველოში ინტროდუცირებული მაგნოლიას გვარის მცენარეების ფიტოქიმიური სკრინინგი. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2018, №5, 22-25.
- 10. Н.С.Вачнадзе, В.Ю.Вачнадзе, Т.Ш.Суладзе, К.З.Мчедлидзе, М. Т. Сулаквелидзе, В.Д. Мшвилдадзе. Фармакологически активные алкалоиды Vinca herbacea Waldst et Kit и Peganum harmala L. , произрастающих в Грузии. Метаболомика и качество жизни, Москва, 2019, 234-238