კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი

კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი
კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი

პერსონალი: მთავარი მეცნიერ თანამშრომელი . მულკიჯანიანი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი მ. სულაქველიძე, მეცნიერ თანამშრომელი ნ. გოგიტიძე, მეცნიერ თანამშრომელი ნ. მუშკიაშვილი,  მეცნიერ თანამშრომელი ჟ.ნოვიკოვა,

კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი - სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქკციებში შედის ბუნებრივი, ქიმიურად მოდიფიცირებული და სინთეზური ნაერთების ბიოლოგიური აქტიურობის გამოვლენა, მათი მოქმედების მექანიზმების დადგენა და უსაფრთხოების შესწავლა.

ისტორია: ბუნებრივი ნაერთების აქტიუობის გამოვლენის, შესწავლისა და სხვადასხვა დანიშნულების პრეპარატების შექმნის მიზნით, ინსტიტუტში დაარსებისთანავე შეიქმნა და სხვადასხვა პერიოდში ფუნქციონირებდა ბიოლოგიური შეფასების სტრუქტურული ერთეულები: 1932-1960 - ბიოლოგიური შეფასების განყოფილება, 1960-2005 - ბიოლოგიური კვლევის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდენ პროფ. გიორგი ვაწაძე (1932-1938), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დიმიტრი გედევანიშვილი (1938-1960) და პროფ. მიხეილ გედევანიშვილი (1960-2005). 1977 წ გაიხსნა და 2004-მდე   ფუნნციონერებდა ფარმაკოლოგიის განყოფილება პროფ. გურამ აბულაძის ხელმძღვანელობით. 2005 წ მათ ბაზაზე შეიქმნა კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპერტამენტი.  არსებობის მანძილზე თანამშრომლების მიერ მიღებულია 31 პატენტი და საავტორო მოწმობა, გამოქვეყნებულია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, დახულია მრავალი სადოქტორო და საკანდიდატო დისეტრტაცია.

მიზნები

  • ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევების GLP და 3R სტანდარტზე გადაყვანა;
  • საქართველოში შემუშავებული ორიგინალური სამკურნალო, ვეტერინარული, პრეპარატებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების კონკურენტუნარიანობის ამაღლება საერთაშორისო ბაზარზე;
  • ახალგაზრდა მეცნიერების და სტუდენტების თანამედროვე სამეცნიერო კვლევის პრაქტიკული მეთოდების  ათვისების ხელშეწყობა.

ამოცანები

  • ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის თანამედროვე GLP სტანდარტის შესაბამისი მეთოდების ეტაპობრივი ჩანერგვა;
  • საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში მიღებული ბუნებრივი ნაერთების  ფარმაცევტული პროდუქტების სრულფასოვანი ფარმაკოლოგიური  გამოკვლევა და  უსაფრთხოების შეფასება;
  • სტუდენტების, მაგისტრანტების და დოქტორანტების ექსპერიმენტულ მეცნიერების დარგში საჭირო ცოდნის მიღების უზრუნველყოფა;
  • კომერციული საქმიანობით  მიღებული სახსრების მობილიზება სამეცნიერო კვლევის განვითარებისათვის.

სამეცნიერო მიმართულებები

  • ნაერთების სავარაუდო მოქმედების და ტოქსიკურობის პროგნოზირება/ანალიზი (QSAR)
  • ფიზიოლოგიური სისტემის ზოგიერთი პათოლოგიის ფარმაკოლოგიური კორექცია;
  • ანთებისა და  რეგენერაციის  პროცესების ფარმაკოლოგიური კორექცია.
  • ჰემოპოეზის ფარმაკოლოგიური კორექცია;
  • უსაფრთხოების შესწავლა

კვლევის მეთოდები:

in silico და in vitro კვლევები

  • 3500 სახის ბიოლოგიური აქტიურობის, მ.შ. ფარმაკოლოგიური ეფექტების, მოქმედების მექანიზმების, და ფერმენტებთან ურთიერთქმედების პროგნოზირება
  • ფიზიკურ-ქიმიური თვისებების, ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების და ტოქსიკურობის პროგნოზირება
  • წამალ-რეცეპტორის ურთიერთქმედება იზოლირებულ ორგანოებზე

in vivo და in situ კვლევები

  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (3 მოდელზე)
  • ჭრილობისა და დამწვრობის საწინააღმდეგო მოქმედება (3 მოდელზე)
  • გასტროპროტექტორული მოქმედება (3 მოდელზე)
  • ჰეპატოპროტექტორული მოქმედება
  • ექსპერიმენტული ანემიები
  • ანტიარითმული მოქმედება
  • ანალგეზური მოქმედება
  • სედატიური მოქმედება
  • მიორელაქსანტური მოქმედება
  • კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება

უსაფრთხოების შესწავლა

  • მწვავე და ქვემწვავე ტოქსიკურობა
  • ქრონიკული ტოქსიკურობა
  • მაალერგიზებელი მოქმედება
  • ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება

სასწავლო მიმართულება:

  • შესაბამისი პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვა მეცნიერული კვლევის პროცესში,
  • სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შედგენაში მონაწილეობა და საკვალიფიკაციო შრომების ხელმძღვანელობა;

საექსპერტო-საკონსულტაციო მიმართულება:

  • შემუშავებული სავარაუდო სამკურნალო პრეპარატების კლინიკური გამოკვლევისთვის და მათი რეგიტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
  • შემუშავებული სავარაუდო სამკურნალო პრეპარატების  სპეციალიზირებულ დაწესებულებებში კლინიკური გამოკვლევის მონიტორინგი.
  • ქიმიური და ტექნოლოგიური პროფილის სტრუქტურული დანაყოფების ინფორმირება თანამედროვე ფარმაკოლოგიის და ფარმაკოთერაპიის განვითარების ტენდენციებზე;
  • ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევასთან დაკავშირებული  გრძელვადიანი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა-შეფასება.

10 წლის ძირითადი შედეგები

  • შესწავლილი ნაერთები - 124
  • საგრანტო პროექტი - 12
  • სამეცნიერო პუბლიკაციები - 52
  • მოხსენებები ადგილობრივ და საერთთაშორისო კონფერენციებზე - 44
  • პატენტები - 2