სიახლეები

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მასპინძლა.
თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მასპინძლა.

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის  ორგანიზებით, თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

საინფორმაციო გაცნობით ღონისძიებაზე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა სტუდნეტებს სამუშაო პროცესი და მრავალწლიანი, უნიკალური ტრადიციები გააცნეს.

ახალგაზრდებმა დაათვალიერეს თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ჰერბარიუმი, ვივარიუმი. გაეცნენ წამლის წარმოების პროცესს, ასევე დაათვალიერეს ექსპერიმენტული საწარმო ბაზა, სადაც  ახალი სტრატეგიის შესაბამისად, მიმდინარეობს სრული რენოვაცია HACCP-ისა და GMP-ის სტანდარტების გათვალისწინებით.