თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით, თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.
საინფორმაციო გაცნობით ღონისძიებაზე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა სტუდნეტებს სამუშაო პროცესი და მრავალწლიანი, უნიკალური ტრადიციები გააცნეს.
ახალგაზრდებმა დაათვალიერეს თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ჰერბარიუმი, ვივარიუმი. გაეცნენ წამლის წარმოების პროცესს, ასევე დაათვალიერეს ექსპერიმენტული საწარმო ბაზა, სადაც ახალი სტრატეგიის შესაბამისად, მიმდინარეობს სრული რენოვაცია HACCP-ისა და GMP-ის სტანდარტების გათვალისწინებით.

