სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -  ,,თანამედროვე ფარმაცია - მიღწევები და გამოწვევები“
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -  ,,თანამედროვე ფარმაცია - მიღწევები და გამოწვევები“

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში -  ,,თანამედროვე ფარმაცია - მიღწევები და გამოწვევები“, რომელიც ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

ინსტიტუტის დირექტორმა მალხაზ გეთიამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „გამოწვევები და თანამედროვე მიდგომები ბიოაქტიური ბუნებრივი ნაერთების სტანდარტიზაციაში“, ასევე იყო პლენარული სესიის მოდერატორი.

პოსტერული პრეზენტაცია წარადგინეს:

 

  • თეონა კორკოტაძემ და ზურაბ ქემოკლიძემ - ‘’საქართველოში გავრცელებული Pinus eldarica Medw. წიწვების ეთერზეთის ქიმიური და ბიოლოგიური შეფასება’’.

 

  • ლალი კინწურაშვილმა -  ‘’Delphinium freynii Conrath.,  Peganum harmala L. საქართველოში გავრცელებული და Mahonia bealei (Fort.) Carr საქართველოში ინტროდუცირებული ალკალოიდების ანტიოქსიდანტური აქტივობა’’.

 

  • დიმიტრი ლაგაძიზემ  - ‘’ქაცვის ზეთისა და თიმოლის შემცველი სუპოზიტორიებიდან კაროტინოიდების in vitro გამოთავისუფლებისა და ხსნადობის შესწავლა’’.

 

  • ვაჟა ნებიერიძემ - ''Cynanchum acutum L. ფესვების ქიმიური შემადგენლობა''.

 

  • მალხაზ გეთიამ და თეონა კორკოტაძემ ასევე წარადგინეს პოსტერული პრეზენტაცია,  კვლევის შედეგი, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერი ფონდის მიერ - ‘’საქართველოში გავრცელებული Cornus mas L. ბიოლოგიური აქტივობის პირველადი შეფასება''.

ღონისძიება ეძღვნებოდა პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავს.