თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - ,,თანამედროვე ფარმაცია - მიღწევები და გამოწვევები“, რომელიც ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
ინსტიტუტის დირექტორმა მალხაზ გეთიამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „გამოწვევები და თანამედროვე მიდგომები ბიოაქტიური ბუნებრივი ნაერთების სტანდარტიზაციაში“, ასევე იყო პლენარული სესიის მოდერატორი.
პოსტერული პრეზენტაცია წარადგინეს:
- თეონა კორკოტაძემ და ზურაბ ქემოკლიძემ - ‘’საქართველოში გავრცელებული Pinus eldarica Medw. წიწვების ეთერზეთის ქიმიური და ბიოლოგიური შეფასება’’.
- ლალი კინწურაშვილმა - ‘’Delphinium freynii Conrath., Peganum harmala L. საქართველოში გავრცელებული და Mahonia bealei (Fort.) Carr საქართველოში ინტროდუცირებული ალკალოიდების ანტიოქსიდანტური აქტივობა’’.
- დიმიტრი ლაგაძიზემ - ‘’ქაცვის ზეთისა და თიმოლის შემცველი სუპოზიტორიებიდან კაროტინოიდების in vitro გამოთავისუფლებისა და ხსნადობის შესწავლა’’.
- ვაჟა ნებიერიძემ - ''Cynanchum acutum L. ფესვების ქიმიური შემადგენლობა''.
- მალხაზ გეთიამ და თეონა კორკოტაძემ ასევე წარადგინეს პოსტერული პრეზენტაცია, კვლევის შედეგი, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერი ფონდის მიერ - ‘’საქართველოში გავრცელებული Cornus mas L. ბიოლოგიური აქტივობის პირველადი შეფასება''.
ღონისძიება ეძღვნებოდა პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავს.

