კარიპაზიმი
სავაჭრო დასახელება:
კარიპაზიმი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: -
წამლის ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად
შემადგენლობა:
ნესვის ხის Carica papaya L., papaev ოჯახის - Caricaceae- ს პროტეოლიზური აქტივობის 350 PE- ით მიღებული ფერმენტები: პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზა A და B, მუკოლიზური ფერმენტი - ლიზოციმი.
აღწერილობა:
თეთრი-მოყვითალო ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი ან ფოროვანი მასა, სუსტი სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პროტეოლიზური საშუალება
ათქ-კოდი: [D03B]
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გარეგანი პროტეოლიზური საშუალება. პრეპარატი შლის დანეკროზებულ ქსოვილებს და ბლანტ სეკრეტებს, ექსუდატებსა და სისხლის კოლტებს ათხიერებს. მოქმედებით გავს ქიმოტრიპსინს და ტრიპსინს.
ფარმაკოკინეტიკა:
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატი არ შეიწოვება და არ გააჩნია ორგანიზმზე სისტემური ზეგავლენა. კარიპაზიმის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები იშლებიან და მთლიანად ბიოტრანფორმირდება ღვიძლში.
გამოყენების ჩვენებები:
III ხარისხის დამწვრობები ფუფხის მოცილების დასაჩქარებლად და ჭრილობებში გრანულაციური ქსოვილის გასასუფთავებლად ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან;
უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
გამოყენების წესი და დოზები:
დამწვრობებზე და ინფიცირებულ ჭრილობებში კარიპაზიმს იყენებენ ხსნარების სახით, კონცენტრაციით 17,5 პე/მლ, 35 პე/მლ და 70 პე/მლ ფუფხის სისქის შესაბამისად. ხსნარები მზადდება ხმარების წინ, 0,5 % ნოვოკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებზე. პრეპარატის ხსნარით გაჟღენთილ საფენს ადებენ დამწვრობის ზედაპირზე და ტენგაუმტარ ნახვევს აფარებენ. ერთდროულად სხეულის ზედაპირის არა უმეტეს 30 % ამუშავებენ. ნახვევს უცვლიან ორ დღეში ერთხელ ან დღე-ღამეში, ამასთან აშორებენ დანეკროზებულ ქსოვილებს. მკურნალობის კურსი 4 - 12 დღე.
გვერდითი ეფექტები :
ალერგიული რეაქციები
დოზის გადაჭარბება არ არის გამოვლენილი.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე.
გამოშვების ფორმა:
350 პე ლიოფილიზირებული ფხვნილი გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად. თითოეული ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +2°C -დან +8°C -მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი: რეცეპტით.
მწარმოებელი:
სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი
მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. №36
ტელეფონი: 253-14-94, 252-19-04
ელ-ფოსტა: ikip@tsmu.edu
ვებ-გვერდი: www.ikip.tsmu.edu