კარიპაზიმი
სავაჭრო დასახელება:
კარიპაზიმი – СARIPAZIM
წამლის ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად
შემადგენლობა:
ფერმენტები ნესვის ხის (პაპაიას) უმწიფარი ნაყოფების რძე-წვენიდანაა მიღებული. ოჯახი-პაპაიასებრნი, 350 პე პროტეოლიზური აქტივობით. პრეპარატის აქტიური კომპონენეტებია: პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზები A და B, აგრეთვე, მუკოლიზური ფერმენტი ლიზოციმი.
აღწერილობა:
თეთრი-მოყვითალო ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი ან ფოროვანი მასა, სუსტი სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური საშუალება
ათქ-კოდი: [D03B]
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გარეგანი პროტეოლიზური საშუალება. პრეპარატი შლის დანეკროზებულ ქსოვილებს და ბლანტ სეკრეტებს, ექსუდატებსა და სისხლის კოლტებს ათხიერებს. მოქმედებით გავს ჰიმოტრიპსინს და ტრიპსინს.
გამოყენების ჩვენებები:
ქირურგიული, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული, ნეიროქირურგიული და ნევროლოგიური პრაქტიკის დროს; ხერხემლის ოსტეოქონდროზიით, მალთაშუა დისკების სხვადასხვა ფორმის თიაქრებით და დისკოგენური რადიკულიტით, შმორლის თიაქრებით, თითების პოსტტრავმული მოქნილობით, სხვადასხვა წარმოშობის კელოიდური ნაწიბურებით, მსხვილი სახსრების ართროზი-ართრიტით, ჰუმერულ-სკუპური პერიარრიტით, ცერებრალური (ცერებრალური) ზურგის არაქნოიდიტის, სახის ნერვის ნევრიტის, გვირაბის სინდრომების ჩათვლით.
გამოყენების წესი და დოზები:
გარეგანი გამოყენებისთვის, კუნთოვანი სისტემის ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიისთვის, კელოიდური ნაწიბურების, ნევრიტის და ა.შ. პრეპარატი გამოიყენება სტაციონარულ ან ამბულატორიულ პირობებში.
უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; დაუშვებელია კარიპაზიმის კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა; არ შეიძლება კარიპაზიმის გამოყენება მწვავე ანთების პირობებში, აგრეთვე დისკოს თიაქარის სეკვესტრაციისა და ხერხემლის არხისკენ სეკვესტრის გადაადგილების შემთხვევაში (ფორამენალური მდებარეობა).
გვერდითი ეფექტები და სიფრთხილის ზომები:
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და სხეულის ტემპერატურის მატებით გამოიხატება; ატარებენ ანტიჰისტამინურ თერაპიას.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე;
გამოშვების ფორმა:
350 პე ლიოფილიზირებული ფხვნილი გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად. თითოეული ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +2°C -დან +8°C -მდე ტემპერატურაზე. ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
2 წელი.
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი
მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. №36
ტელეფონი: 253-14-94, 252-19-04
ელ-ფოსტა: ikip@tsmu.edu
ვებ-გვერდი: www.ikip.tsmu.edu