პროდუქცია

ფსორანტრონი C მალამო

ფსორანტრონი C მალამო

 

ანტიფსორიაზული საშუალება

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ფსორანტრონი C მალამო  - UNGUENTUM PSORANTRONI  C

 

სავაჭრო დასახელება:

ფსორანტრონი   C  მალამო- Unguentum Psorantroni  C 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსორიაზული საშუალება

წამლის ფორმა :  

მალამო    0.5%/3%  15გ  მალამო მუქ ნარინჯისფერ მინის ქილაში №1 

მალამო    1.5%/3%  15გ  მალამო მუქ ნარინჯისფერ მინის ქილაში №1 

100 გ  მალამოს შემადგენლობა:                    0.5%                    1.5%

 აქტიური სუბსტანციები                      

 დიტრანოლი                                                     0.5გ                      1.5გ

 სალიცილის მჟავა                                            3.0გ                      3.0გ

 არააქტიური სუბსტანციები

მონოგლიცერიდი                                            24.125გ                 23.875გ

 პარფიუმერული ზეთი                                  72.375გ                 71.625გ

აღწერა;

 ყვითელი ამ მოყავისფრო ფერის, უსუნო მალამო.

 ათქ კოდი:   [D05AC51]

 ფარმაკოლოგიურო თვისებები :

ფსორანტრონი  C მალამო ფსორიაზის სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს. მისი ანტიფსორიაზული ეფექტი ეპიდერმისის ბაზალური შრის უჯრედებზე ციტოსტატიკური მოქმედებითაა გაპირობებული, რაც საერთოდ აღნიშნული ჯგუფის ნივთიერებების – ჰიდროქსიანტრონებისთვისაა დამახასიათებელი.

გამოყენების ჩვენებები:

 ვულგარული ფსორიაზის  კეროვანი  სტაციონალური  ფორმები,  კანის საერთო  ზედაპირის არაუმეტეს 20%- ის  დაზიანებით.

გამოყენების წესი და დოზები:

მალამო ადგილობრივად  მზარდ კონცენტრაციებში  უნდა იქნეს გამოყენებული. მკურნალობა 0,5% მალამოს დღეში ერთხელ ნაზი შეზელვით იწყება (მხოლოდ დაზიანებულ კერებში);  30-60 წუთის შემდეგ  მალამო ჯერ დოლბანდის, ან ბამბის ბურთულით, ან ქაღალდის რბილი ხელსახოცით უნდა ჩამოიწმინდოს და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანოს, ამის შემდეგ სასურველია დამუშავებულ კერებზე  ინდიფერენტული მალამოს წასმა. მომდევნო მე-3 ან მე-4 დღეს გამოხატული ეფექტის შემთხვევაში მკურნალობა გაგრძელდება  მალამოს იგივე კონცენტრაციით. კერაში გაღიზიანების არარსებობის შემთხვევაში გამოხატული ეფექტის არარსებობისას 1,5%  მალამოს გამოყენებაზე გადადიან.

პრეპარატის დადებითი ეფექტი დაახლოებით 2 კვირაში ვლინდება,ნამკურნალევ კერებში კლებულობს აქერცვლა, ჰიპერემია და ინფილტრაცია.

მკურნალობის კურსი საშუალოდ 3-6 კვირას შეადგენს.

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები :

კერის ირგვლივ ჯანმრთელ კანზე  პრეპარატის მოხვედრამ შეიძლება დროებით ჰიპერემია გამოიწვიოს. პროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია საღი კანის დაფარვა ვაზელინით. მდგრადი გაღიზიანების შემთხვევაში (სიწითლე, მტკივნეულობა, შეშუპება) ფსორანტრონი C-ს გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს და კანი რომელიმე კორტიკოსტეროიდული მალამოთი დამუშავდეს დღეში 2-3 ჯერ. ფსორიაზული გამონაყარის გაქრობის შემდეგ ნამკურნალევ კერებში და ზოგჯერ ახლომდებარე ჯანმრთელ უბნებში შეიძლება განვითარდეს პიგმენტაცია (მოყავისფრო შეფერილობა), რომელიც რამდენიმე თვეში თავისთავად  გაუფერულდება.

უკუჩვენებები:

მალამო ფსორანტრონ C -ს გამოყენება რეკომენდირებული არ არის ფსორიაზის  პროგრესული სტადიის, ფსორიაზის გამწვავების დროს ან მძაფრად გამოხატული ანთებითი  რეაქციის შემთხვევაში, გენერალიზებული  ვულგარული  ფსორიაზის დროს  სხეულის კანის 20%-ზე მეტი დაზიანებით, ფსორიაზული   ერითროდერმიის,  ჰიდროქსიანტრონების და მალამოს ფუძის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

დოზის გადაჭარბება:

არ არის გამოვლენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

ბავშვებზე, ორსულებზე და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების  ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

პრეპარატის ნეგატიური გავლენა ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:

ინახება  გრილ,  სინათლისაგან დაცულ  ადგილას.

ვარგისობის ვადა:

2  წელი და  6 თვე

აფთიაქში გაცემის წესი:

ჯგუფი - II, გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:

 სსიპ თსსუ  იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის  ინსტიტუტი

 მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36

 ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23

 ელ-ფოსტა: tsmu-ikip@.net ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu