თბილისში იაპონურ კონცეფციაზე დაფუძნებული მაღაზია გაიხსნა, სადაც თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ წარმოებული ახალი ქართული ბიო მცენარეული ზეთების სხვადასხვა სახეობაა წარმოდგენილი.
მაღაზია „ერთი სოფელი ერთი პროდუქტი O.V.O.P“ საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად შეიქმნა.
მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია მრავალფეროვანი აგროსასურსათო პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
მაღაზიის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი და საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივი წარმომადგენელი ჯუნჯი ვაკუი ესწრებოდნენ.
პროექტის „ერთი სოფელი, ერთი პროდუქტი“ მიზანია ადგილობრივი ნედლეულისა და რესურსების გამოყენებით ადგილობრივი, ტრადიციული და უნიკალური პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვების ხელშეწყობა.
მაღაზიის მისამართია:
აკაკი შანიძის ქ.15, თბილისი

