ფარმაცევტული პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულება

ფარმაცევტული პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულება
ფარმაცევტული პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულება

პერსონალი. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ლ. წიკლაური; უფროსი მეცნიერი თანამშრომელი დ. ლაგაზიძე; მეცნიერი თანამშრომელი მ. ორჯონიკიძემეცნიერი თანამშრომელი ა. ჯანეზაშვილი 

მიზანი : მცენარეული, მინერალური და სინთეზური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საფუძველზე მზაწამალთფორმების ოპტიმალური რეცეპტურის  ლაბორატორიული ტექნოლოგიების შემუშავება.

ამოცანები:

1. საქართველოს მცენარეული და მინერალური ნედლეულიდან სამკურნალო საშუალებების  მიღების თანამედროვე ტექნოლოგიური საფუძვლების შემუშავება

2. კომპლექსური ექსპერმენტული და თეორიული კვლევების საფუძველზე ტრადიციული და ახალი ნანოტექნოლოგიური მიზანმიმართული მოქმედების სამკურნალო ფორმების რეცეპტურის და ტექნოლოგიების შემუშავება და არსებულის ოპტიმიზაცია

3. ტექნოლოგიური,  ბიოფარმაცევტული და ფარმაკოკინეტიკური ფაქტორების შესწავლა

4.მიღებული სამკურნალო საშუალებების სტაბილურობის შესწავლა

5. ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა.

ისტორია.

ფარმაცევტული პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულება ინსტიტუტში ფუნქციონირებს  1948 წლიდან. კვლევის  პრიორიტეტული  მიმართულება იმთავითვე იყო ფარმაციაში, მედიცინასა და კოსმეტიკაში საქართველოს ბენტონიტური თიხის გამოყენების შესაძლებლობის გაფართოება. შემუშავდა ასკანის ბენტონიტური თიხის პრეპარატები: „თიხა-ასკანე“, „ასკანკოლი“, „ბენტობოლი“, ბავშვთა მოსაყრელი ფხვნილი „ბაია“ და აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების საშუალებები: „სამედიცინო ტანინის“, “პლატიფილინის ჰიდროტარტრატის“,  კოლხიცინის და კოლხამინის, ბერბერინის  და დარიშხანის შემცველი პრეპარატები. თიხა-ასკანეს გამოყენებით  შექმნილია  ემულსიური და  სუსპენზიური  ტიპის  მალამოები, მალამოთა  მშრალი  კონცენტრატები. შესწავლილია თიხა-ასკანეს ნაწილაკთა გაჯირჯვების ხარისხის რეგულირების შესაძლებლობა ადსორბციულ ფუძემატარებლებში სხვადასხვა ემულგატორების  შეყვანის გზით. შემუშავებულია ფუძემატარებლების ახალი რეცეპტურები და დამზადების ტექნოლოგიები; შესწავლილია მათი რეოლოგიური, ტექნოლოგიური, რეზორბციული პარამეტრები და ტიქსოტროპული მახასიათებლები, დამუშავებულია  სტანდარტიზაციის მეთოდები და სხვა.

შრომათა  ციკლისათვის :“  საქართველოს  ბენტონიტური  თიხების გამოყენებით ახალი  სამკურნალო პრეპარატების შექმნა“ავტორთა ჯგუფს პროფესორ გ. ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით 1999 წელს აკადემიკოს ა.თვალჭრელიძის სახელობის პრემია მიენიჭა. 

დაცულია 1 სადოქტორო, 4 საკანდიდატო დისერტაცია, მიღებულია 11 საავტორო  მოწმობა და პატენტი, გამოქვეყნებულია 9 მონოგრაფია, 97 სამეცნიერო სტატია და  თეზისი.

სამეცნიერო მიმართულებები.

1.ინსტიტუტის მიერ მოწოდებული სუბსტანციების და სამკურნალო საშუალებების მიღების ტრადიციული ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია და  ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა:

ა)„ფაციფლოგინის“ მალამოს ტექნოლოგიის შემუშავება და მიღებული წამლის ფორმის ფარმაკოლოგიური ეფექტის  შეფასება.

2.მზა წამლის ფორმების და წამლის გადამტანი ნანოსისტემების რეცეპტურისა და ტექნოლოგიის  შემუშავება, ბიოშეღწევადობის შესწავლა:

ა) ბენტონიტების საფუძველზე წამლის ორგანიზმში მიწოდების სისტემების  შემუშავების მიზნით „თიხა-ასკანეს“ ჰიდროფილური/ჰიდროფობული ნივთიერებებით ინტერკალაციის,  კათიონური ცვლის ,  გაჯირჯვების უნარების და სხვა მახასიათებლების  შესწავლა .

ბ) რობინინის ინკორპორაცია ნანოგანზომილების ნაწილაკებში.

გ) მცენარე  Vinca herbacea Walds et kit ფესვების ალკალოიდების შემცველი ორიგინალური პრეპარატის „ლეიკობეტინის „ ლიპოსომური ფორმის შემუშავება.

კვლევის მეთოდები.

კვლევებში გამოიყენება თანამედროვე ფარმაკოპეული მეთოდები:

ტექნოლოგიური (ექსტრაქციის, ლიოფილიზაციის, ცენტრიფუგირების, მზა წამლის ფორმების მიღების  ტრადიციული და ნანოტექნოლოგიური და სხვა.)

აქტიური სუბსტანციის და წამლის ფორმის   ხარისხის განმსაზღვრელი ფიზიკო-ქიმიური ანალიზის მეთოდები (ქრომატოგრაფიული, სპექტროფოტომეტრული, პოტენციომეტრული,  რეოლოგიური), ბიოფარმაცევტული (დიალიზის, დიფუზიის ) და სხვა.

სასწავლო მიმართულება. 

თსსუ ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო - საწარმოო პრაქტიკის პროგრამით გათვალისწინებული სამუშოების ჩატარება.

საექსპერტო-საკონსულტაციო მიმართულება. სადოქტორო კვლევის პროექტების  და  სადისერტაციო ნაშრომების ექსერტიზა.

10  წლის შედეგები.

 - შემუშავდა „ვინგერბინის“ ნანოგანზომილების წამლის მიწოდების სისტემა (პეგილირებული ნანოლიპოსომები), ბიოლოგიურ სითხეებში ვინგერბინის და ფლარონინის რაოდენობრივი ანალიზის მეთოდები; შესწავლილია ფაციფლოგინისა და ტრიბუსპონინის აქტიური სუბსტანციების ტექნოლოგიური პარამეტრები და  შემუშავებულია მათი  ტაბლეტების მიღების  ტექნოლოგია  პირდაპირი დაწნეხვის მეთოდით; დადგენილია ფლარონინის, ვინგერბინის და ფაციფლოგინის ბიოფარმაცევტული თვისებები (ბიოშეღწევადობა, ბიოტრანსპორტერებთან ურთიერთქმედება),

- შემუშავებულია „პაპაინის “შემცველი  რექტალური სუპოზიტორიების და სპრეის რეცეპტურა და მიღების ტექნოლოგია, შესწავლილია მათი სტაბილურობა.

-მოწოდებულია გულყვითელას სპირტიანი და ზეთიანი ექსტრაქტის მიღების უდანაკარგო ტექნოლოგია, და მის საფუძველზე შემუშავებულია ვაგინალური სუპოზიტორიები, დადგენილია ხარისხის პარამეტრები და ნორმები.

-შემუშავებულია სკიპალოს მშრალი ექსტრაქტის გრანულებისა და სიროფის მიღების ტექნოლოგიები, in vivo მეთოდით დადასტურებულია  მზა ფორმის ფარმაკოლოგიური  ეფექტურობა.

- რეკომენდებულია პროლონგირებული ეფექტის ბენტონიტის („თიხა-ასკანე“) შემცველი ახალი სუპოზიტორიული ფუძე.