ანტიფსორიაზული საშუალება
ფსორანტრონი C მალამო - UNGUENTUM PSORANTRONI C
სავაჭრო დასახელება:
ფსორანტრონი C მალამო- Unguentum Psorantroni C
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიფსორიაზული საშუალება
წამლის ფორმა :
მალამო 0.5%/3% 15გ მალამო მუქ ნარინჯისფერ მინის ქილაში №1
მალამო 1.5%/3% 15გ მალამო მუქ ნარინჯისფერ მინის ქილაში №1
100 გ მალამოს შემადგენლობა: 0.5% 1.5%
აქტიური სუბსტანციები
დიტრანოლი 0.5გ 1.5გ
სალიცილის მჟავა 3.0გ 3.0გ
არააქტიური სუბსტანციები
მონოგლიცერიდი 24.125გ 23.875გ
პარფიუმერული ზეთი 72.375გ 71.625გ
აღწერა;
ყვითელი ამ მოყავისფრო ფერის, უსუნო მალამო.
ათქ კოდი: [D05AC51]
ფარმაკოლოგიურო თვისებები :
ფსორანტრონი C მალამო ფსორიაზის სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს. მისი ანტიფსორიაზული ეფექტი ეპიდერმისის ბაზალური შრის უჯრედებზე ციტოსტატიკური მოქმედებითაა გაპირობებული, რაც საერთოდ აღნიშნული ჯგუფის ნივთიერებების – ჰიდროქსიანტრონებისთვისაა დამახასიათებელი.
გამოყენების ჩვენებები:
ვულგარული ფსორიაზის კეროვანი სტაციონალური ფორმები, კანის საერთო ზედაპირის არაუმეტეს 20%- ის დაზიანებით.
გამოყენების წესი და დოზები:
მალამო ადგილობრივად მზარდ კონცენტრაციებში უნდა იქნეს გამოყენებული. მკურნალობა 0,5% მალამოს დღეში ერთხელ ნაზი შეზელვით იწყება (მხოლოდ დაზიანებულ კერებში); 30-60 წუთის შემდეგ მალამო ჯერ დოლბანდის, ან ბამბის ბურთულით, ან ქაღალდის რბილი ხელსახოცით უნდა ჩამოიწმინდოს და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანოს, ამის შემდეგ სასურველია დამუშავებულ კერებზე ინდიფერენტული მალამოს წასმა. მომდევნო მე-3 ან მე-4 დღეს გამოხატული ეფექტის შემთხვევაში მკურნალობა გაგრძელდება მალამოს იგივე კონცენტრაციით. კერაში გაღიზიანების არარსებობის შემთხვევაში გამოხატული ეფექტის არარსებობისას 1,5% მალამოს გამოყენებაზე გადადიან.
პრეპარატის დადებითი ეფექტი დაახლოებით 2 კვირაში ვლინდება,ნამკურნალევ კერებში კლებულობს აქერცვლა, ჰიპერემია და ინფილტრაცია.
მკურნალობის კურსი საშუალოდ 3-6 კვირას შეადგენს.
გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები :
კერის ირგვლივ ჯანმრთელ კანზე პრეპარატის მოხვედრამ შეიძლება დროებით ჰიპერემია გამოიწვიოს. პროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია საღი კანის დაფარვა ვაზელინით. მდგრადი გაღიზიანების შემთხვევაში (სიწითლე, მტკივნეულობა, შეშუპება) ფსორანტრონი C-ს გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს და კანი რომელიმე კორტიკოსტეროიდული მალამოთი დამუშავდეს დღეში 2-3 ჯერ. ფსორიაზული გამონაყარის გაქრობის შემდეგ ნამკურნალევ კერებში და ზოგჯერ ახლომდებარე ჯანმრთელ უბნებში შეიძლება განვითარდეს პიგმენტაცია (მოყავისფრო შეფერილობა), რომელიც რამდენიმე თვეში თავისთავად გაუფერულდება.
უკუჩვენებები:
მალამო ფსორანტრონ C -ს გამოყენება რეკომენდირებული არ არის ფსორიაზის პროგრესული სტადიის, ფსორიაზის გამწვავების დროს ან მძაფრად გამოხატული ანთებითი რეაქციის შემთხვევაში, გენერალიზებული ვულგარული ფსორიაზის დროს სხეულის კანის 20%-ზე მეტი დაზიანებით, ფსორიაზული ერითროდერმიის, ჰიდროქსიანტრონების და მალამოს ფუძის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
დოზის გადაჭარბება:
არ არის გამოვლენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვებზე, ორსულებზე და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
პრეპარატის ნეგატიური გავლენა ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
2 წელი და 6 თვე
აფთიაქში გაცემის წესი:
ჯგუფი - II, გაიცემა რეცეპტით
მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:
სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი
მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36
ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23
ელ-ფოსტა: tsmu-ikip@.net ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu