ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზა

ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზა
ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზა

ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზა ჩამოყალიბდა 1966 წელს. ბაზას ხელმძღვანელობს  გ.კალანდაძე  
ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზაში მიმდინარეობს ინსტიტუტის მიერ მოწოდებულ სამკურნალო საშუალებათა სუბსტანციებისა და მათი მზა ფორმების ტექნოლოგიების დამუშავება, აღწარმოება, მიღებული შედეგების საფუძველზე საწარმოო რეგლამენტების და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოყოფა ქიმიური და ფარმაკოლოგიური კვლევებისათვის, პრეპარატთა მიღება კლინიკური აპრობაციისათვის.
ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზაში პრეპარატების წარმოებისათვის გამოყენებულია ადგილობრივი სამამულო მცენარეული ნედლეული, რაც განაპირობებს მის დაბალ ღირებულებას, კონკურენტუნარიანობას და რეალიზაციის მაღალ ხარისხს.
მცენარეული წარმოშობის ორიგინალურ პრეპარატებზე არსებული დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალებები რეგისტრირებულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 
დღეისათვის რეალურად არსებობს სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიებისა და საწარმოების დაინტერესება ორიგინალურ წამლის ფორმებზე, მოთხოვნა მათზე დიდია და ისინი ღირსეულ ადგილს იკავებენ ფარმაცევტულ ბაზარზე.
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს გააჩნია სამკურნალო პრეპარატების დისტრიბუციისა და რეალიზაციის სისტემა ბიზნეს პარტნიორებთან: ჯპს, ავერსი, პსპ, ამერიკული კომპანია "KURA NATURAL" და სხვ., რომელთაც აქვთ დაინტერესება ორიგინალურ პრეპარატებზე როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.
ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზაში იწარმოება ორიგინალური პრეპარატები ფართო მოხმარებისათვის, კერძოდ: კარიპაზიმი, ფლარონინი, კოლხიცინი, ტრიბუსპონინი, ფაციფლოგინი, როდოპესი, ბენტობოლი, ფსორანტრონ ჩ, ასკანკოლო, გინკო_ბათი, სალბინი.