სიახლეები

საქართველო უკვე მესამედ შეუერთდა FELASA-ს მეთექვსმეტე კონგრესს, რომელიც ათენში გაიმართა
საქართველო უკვე მესამედ შეუერთდა FELASA-ს მეთექვსმეტე კონგრესს, რომელიც ათენში გაიმართა

საქართველო უკვე მესამედ შეუერთდა FELASA-ს მეთექვსმეტე კონგრესს, რომელიც ათენში გაიმართა.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა თსსუ-ის 
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და FELASA-ს საბჭოს წევრი, კარენ მულკიჯანიანი. 


ბატონი კარენი კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის წევრის რანგში  თავმჯდომარეობდა ორ პლენარულ სესიას და სამ პოსტერულ სექციას, რომლებიც ეხებოდა ცხოველებზე დაფუძნებული მეცნიერების ინსტიტუციურ გამჭვირვალობას, ცხოველთა მოდელებს და ცხოველებზე კვლევაში კომუნიკაციის განვითარებას. ასევე, მან წარმოადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით "Collaborative Governance for Ethical Animal Research: Bridging Gaps Between Government, Institutions, and NGOs".

კონგრესს 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის, ავსტრალიიდან, ბრაზილიიდან, კანადიდან და აშშ-დან.

ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაცია, ანუ FELASA, ადგენს რეგულაციებსა და წესებს, რომლებიც დაკავშირებულია სასწავლო პროგრამებთან, ექსპერიმენტულ დიზაინთან, ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნებთან. ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებაში სრულყოფილების და ბიოსამედიცინო კვლევის უმაღლესი სტანდარტების ხელშეწყობის მიზნით, კონგრესი სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ევროპის სხვადასხვა ადგილას.