პროდუქცია

როდოპესი

როდოპესი

მცენარე უნგერნის შქერის (Rhododendron Ungernii Trautv.) ფოთლების ფენოლური ნაერთების შემცველი მალამო, რომელიც გამოიყენება მარტივი ჰერპესისა და ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებების დროს .

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

როდოპესის მალამო - Unguentum  Rhodopesi

 

სავაჭრო დასახელება:

როდოპესის  მალამო- Unguentum  Rhodopesi

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წამოშობის ანტივირუსული საშუალება.

წამლის  ფორმა:

5 % 20 გ მალამო მუქი ნარინჯისფერ მინის ქილაში.

ქიმიური შემადგენლობა:

 როდოპესის მალამო შეიცავს 5% როდოპესის ფხვნილს, რომელიც მცენარე უნგერნის შქერის (Rhododendron Uugernii Trauvt.) ფოთლების ფენოლურ ნაერთების ჯამს წარმოადგენს. მალამოს ფუძე - პარფიუმერული ზეთი და მონოგლიცერიდი.

100 გ მალამოს შემადგენლობა: 

აქტიური სუბსტანცია

როდოპესი                                           - 5 გ

არააქტიური სუბსტანციები  

პარფიუმერული ზეთი                    - 73 გ

მონოგლიცერიდი                             - 22 გ

აღწერა: მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მალამო.

ათქ კოდი: [D06BB]

ფარმაკოლოგიური თვისებები:

როდოპესში შემავალი ფენოლური ნაერთები მარტივი ჰერპეს-ვირუსის კულტურებში ვირიონების გამრავლებაზე დამთრგუნველად მოქმედებენ. მალამოთი ჰერპესული გამონაყარის ადგილობრივი დამუშავება აჩქარებს ბუშტუკების გაქრობას, ფუფხის წარმოქმნას და უკვალოდ მოშორებას, ამცირებს ან სრულად სპობს ტკივილს და დისკომფორტის შეგრძნებას გამონაყარის გაქრობის შემდეგ. კანსა და ლორწოვან გარსებზე ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას არ ახდენს, კანიდან პრეპარატის მნიშვნელოვანი რეზორბცია არ ხდება და ამიტომ არასასურველი სისტემური მოვლენები არ აღინიშნება. ალერგიულ რეაქციებს არ იწვევს. აციკლოვირის (ზოვირაქსი) მალამოსგან განსხვავებით, ლორწოვან გარსებზე როდოპესის  გამოყენება სავსებით დასაშვებია. მალამო ეფექტურია ასევე ბავშვებში და იმუნოკომპრემეტირებულ პირებშიც.

გამოყენების ჩვენებები:

დერმატოლოგიაში - მარტივი ჰერპესისა და ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების  დაავადებები: მარტივი ბუშტუკოვანი და რეციდივული ჰერპესი, სალტისებრი ჰერპესი (ზოსტერი);

გინეკოლოგიაში - სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსების ჰერპესი და წვეტიანი კონდილომები;

სტომატოლოგია - ჰერპესული სტომატიტი, მწვავე აფტოზური სტომატიტი, ქრონიკული რეციდივული სტომატიტი.

გამოყენების წესი და დოზები:

კანზე და ლორწოვან გარსებზე გამონაყარი უნდა დაიფაროს მალამოს თხელი ფენით დღეში 4-5ჯერ.

პირის ღრუს ლორწოვანზე აპლიკაციის შემთხვევაში, მალამოთი დაფარვის შემდეგ 15-20 წთ-ის განმავლობაში პირის გამოვლება ან საკვებისა  და სითხის მიღება არ შეიძლება.

მკურნალობის ხანგრძლოვობა 5-10 დღეა; სალტისებრი ჰერპესის (ზოსტერი) შემთხვევაში რეკომენდირებულია ერთდროულად აციკლოვირის (ზოვირაქსი) ტაბლეტების მიღებაც.

დოზის გადაჭარბება არ არის გამოვლენილი.

 

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:

პრეპარატის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. 

უკუჩვენებები:

 არ არის დადგენილი  

 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

მოარიდეთ ბავშვებს;

პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე, მექნიზმებთან მუშაობაზე; მკურნალობის პერიოდში თამბაქოსა და ალკოჰოლის გავლენა პრეპარატის  მოქმედებაზე არ არის შესწავლილი.

შენახვის პირობები:

 მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

 2 წელი. პრეპერატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის  ამოწურვის შემდეგ და ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ჯგუფი – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:

სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36

ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23

ელ-ფოსტა:tsmu-ikip@.net; ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu