პროდუქცია

ტრიბუსპონინი

ტრიბუსპონინი

ათეროსკლეროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, ანაბოლიტური საშუალება...

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ტრიბუსპონინი - TRIBUSPONIN

 

სავაჭრო დასახელება:

ტრიბუსპონინი- Tribusponin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო და ანაბოლიტური საშუალება

წამლის ფორმა:

0,1 გ ტაბლეტები #30 მინის ფლაკონში

ტაბლეტის შემადგენლობა

ტრიბუსპონინი მცენარე კუროსთავის - Tribulus terrestris L., (ოჯ. Zygophyllaceae)  მიწისზედა ნაწილების სტეროიდული საპონინების ჯამს წარმოადგენს.

აქტიური სუბსტანცია

ტრიბუსპონინი (Tribulus terrestris L., (ოჯ. Zygophyllaceae) მიწისზედა ნაწილების სტეროიდული საპონინების ჯამი)  -  0,1 გ

არააქტიური სუბსტანციები:  

რძის შაქარი                             -  0,1475 გრ                                                                         

მაგნიუმის სტეარატი             -  0,0025 გრ

აღწერა:

მოყავისფრო - მოვარდისფრო ტაბლეტები სპეციფიკური სუნითა და გემოთი (დასაშვებია მცირედი მოზაიკა).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრიბუსპონინი აქვეითებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, ამცირებს  სისხლის შედედებას, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აძლიერებს ნაწლავების ტონუსს და მათი შეკუმშვის უნარს, აუმჯობესებს ჩონჩხის კუნთების ტროფიკას და ამის შედეგად იწვევს ტონუსის ზოგად გაძლიერებას, კუნთოვანი მასის გაზრდას, შრომის უნარიანობისა და გამძლეობის მომატებას.

  გამოყენების ჩვენებები:

თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, სისხლში ქოლესტერინის მომატება, ათეროსკლეროზი ჰიპერტონული დაავადების დროს, სტენოკარდია კორონალური სისხლძარღვების ათეროსკლეროზისა და სისხლის შედედების მომატების პირობებში; მეზენტერალური ძარღვების ათეროსკლეროზი გართულებული მუცლის ღრუს ორგანოთა ატონიით, შეკრულობით. ავადმყოფთა რეაბილიტაცია ტრავმისა და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ, სპორტსმენთა გამძლეობისა და შრომის უნარიანობის გაძლიერება.

გამოყენების წესი და დოზები:

ტრიბუსპონინი მიიღება შიგნით (ჭამამდე) 100 მგ-დან (მინიმალური დოზა) 400 მგ-მდე (მაქსიმალური დოზა) 3-ჯერ დღეში, 21 დღის განმავლობაში, შემდგომ 4-5 დღიანი შესვენებებით. მკურნალობის კურსი 3-4 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში კურსს ახანგრძლივებენ ან იმეორებენ 3-4 თვის შემდეგ. ტრიბუსპონინის გამოყენება  შესაძლებელია სტაციონარულ და ამბულატორიულ  პირობებში.

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:

პრეპარატის მიღებისას ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გულისრევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებით ან პრეპარატის მიღების დროებით (2-5 დღით) შეწყვეტისას.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის შესწავლილი.

მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღიშნული ინსტრუქციაში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.  

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.

მკურნალობის პერიოდში თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენება არ არის შესწავლილი.

განსაკუთრებული მითითებები:

- მოარიდეთ ბავშვებს;

- პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე;

  მექანიზმებთან მუშაობაზე;

- ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის რეჟიმი:

ჯგუფი – II ,  გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:

სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36

ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23

ელ-ფოსტა: tsmu-ikip@.net;  ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu/