თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს „კავკასიის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმში პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM 9).
აუდიტორიის წინაშე ზეპირი მოხსენებით წარსდგა მთავარი მეცნიერ თანამშრომელი მაია მერლანი თემით — „Boraginaceae-ოჯახის მცენარეებიდან გამოყოფილი ბიოპოლიმერების ანალოგების სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობა“.
სასტენდო მოხსენებები წარმოადგინეს:
უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ლელა ამირანაშვილმა თემაზე - TRACHYSTEMON ORIENTALIS (L.) G. DON (BORAGINACEAE)-დან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური მულტიკატექოლური ბიოპოლიმერი.
მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ლია ნადირაშვილმა თემაზე - პოლიმერზე დაფუძნებული ახალი ფერმენტული გელის სტაბილურობის შესწავლა.
სიმპოზიუმი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

