სიახლეები

ფესტივალი - "ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის"
ფესტივალი - "ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის"

25 სექტემბერს, გორში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით  მეცნიერების ფესტივალი - "ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის" გაიმართა, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ ინსტიტუტის საქმიანობასა და კვლევით მიმართულებებს. იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ წარდგენილმა შემეცნებითმა და ინტერაქტიულმა აქტივობებმა, სამეცნიერო მიღწევებმა, საზოგადოების დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ ინსტიტუტის საქმიანობას, მცენარეების შესწავლიდან - პრეპარატის წარმოებამდე არსებულ  პროცესებს.

ფესტივალის მიზანი ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის გაზრდაა.