სიახლეები

ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები
ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
21  აპრილი 2016 წ 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომის 2016 წლის 19 აპრილის N3 ოქმის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის  შესაბამისად, ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები ჩატარდება 2016 წლის 6 ივნისს.
ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურას წარადგენს თავად კანდიდატი.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება, პირადობის მოწმობა  და   ფარმაციაში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე,  გარდა შაბათ-კვირისა,  2016 წლის 23 მაისიდან   2016  წლის 30  მაისის ჩათვლით, 11:00  დან  16:00  საათამდე.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართ, ოთახი N208.