2014 წლის 29 მაისს ჩატარდა სამეცნიერო თემით დაგეგმილი თბილისის ზღვის ჩრდილოეთი მხრიდან (თემქის დასახლება, ზღვის გარშემოწერილობის 26კმ) შემოგარენის სეზონური, ფლორისტული კვლევის მეორე ერთდღიანი საველე გასვლა.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის თანამშრომლები: ქ. მჭედლიძე, ჯ. ანელი, ე. ლომიძე და მ. მშვილდაძე; საველე გასვლას ხელმძღვანელობდა ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის გამგე - მ.ჭურაძე.
მაისის თვეში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დიდი ფლორისტული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რამაც ხელი შეგვიწყო შეგვეგროვებინა საჰერბარიუმო მასალა შემდგომი დამუშავებისა და საჰერბარიუმო ფონდის გამდიდრებისათვის. შგროვილია 150-ზე მეტი ნიმუში. მათ შორისაა: იალღუნი-Tamarix ramosissima Ledeb.; სვია-Humulus lupulus L.; თელა-Ulmus; ტირიფი-Salix. ბალახოვანი მცენარეებიდან საინტერესოა კაკბის საკენკელა - Lithospermum officinale L.; ბაყაყურა-Silybum marianum (L.) Gaertn.(Carduus marianus L.); ცხვირის სატეხელა -Adonis aestivalis L.; ასტრაგალები -Astragalus; ბაია-Ranunculus sceleratus L.; კიტრანა -Ecballium elaterium (L.) A. Rich.(Campanula lactiflora Bieb.); სატაცურის ორი სახეობა - Asparagus officinalis L., A.verticilatus L.; ბეგქონდარა -Thymus tiflisiensis klok. Shost. და სხვა.
საინტერესოა თავისი ფიტოქიმიური შენმადგენლობით ასტრაგალი და ბაია, რაც ინსტიტურის ფიტოქიმიური კვლევებისთვის არის საჭირო.
ამჟამად მიმდინარეობს ჰერბარიუმის გაშრობა და კამერალურ სამუშაოები - ტაქსონების სტატუსის დადგენას