აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ქართული ფარმაცია: წარსული და აწმყო“ (ISPC 2026) გაიმართება 2026 წლის 24-25 აპრილს, თბილისში.
ISPC 2026-ის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მულტიდისციპლინური ჯგუფის შეკრება, რათა გაუზიარონ ერთმანეთს და განიხილონ თანამედროვე ფარმაცევტული მეცნიერების უახლესი მიღწევები. ვიწვევთ ფარმაციის სპეციალისტებს, სამკურნალო და სინთეზური ქიმიის ექსპერტებს, ანალიტიკოსებს, ფარმაკოლოგებს, ასევე წამლების კვლევასა და შემუშავებაში მომუშავე მეცნიერებს.
ISPC 2026-ის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს პლენარულ ლექციებს, ზეპირ და პოსტერულ პრეზენტაციებს.

