ISPC 2026-ის მიზანია მეცნიერთა მულტიდისციპლინური ჯგუფის შეკრება, რათა გაუზიარონ ერთმანეთს და განიხილონ ფარმაცევტული მეცნიერების უახლესი მიღწევები. ვიწვევთ ფარმაცევტებს, ქიმიკოსებს, ანალიტიკოსებს, ფარმაკოლოგებს, ასევე წამლების კვლევასა და განვითარებაში მომუშავე სხვა მეცნიერებს.
ISPC 2026-ის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს პლენარულ ლექციებს, ზეპირ და პოსტერულ პრეზენტაციებს.
რეგისტრაცია:
ადრეული რეგისტრაცია - 2025 წლის 24 ნოემბრიდან 2026 წლის 15 თებერვლამდე
რეგულარული რეგისტრაცია - 2026 წლის 16 თებერვალი - 20 აპრილი
დაგვიანებული რეგისტრაცია (ადგილზე) - 2026 წლის 24 აპრილი
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 თებერვალი

