News

6th World Congress „Medicinal Chemistry and Drug Design“
6th World Congress „Medicinal Chemistry and Drug Design“

7-8 ივნისს, მილანში გამართული მსოფლიო კონგრესის  „Medicinal Chemistry  and  Drug Design“    მთავარი თემა იყო „Achieving Future Generation Advancements in Medicinal Chemistry and Drug design“  და  მონაწილეობნენ წამყვანი მეცნიერები  22 ქვეყანიდან.  მათ შორის:  იტალია, აშშ, საქართველო, ისრაელი, თურქეთი, ინდოეთი, გერმანია, საფრანგეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ერაყი, შვეიცარია, იაპონია, მალაიზია, ჩინეთი, ესპანეთი, მექსიკა, უკრაინა, ტაივანი, ეგვიპტე, ალჟირი .

მონაწილეებმა საკუთარი ხედვები , აღმოჩენები და მიგნებები წარადგინეს შემდეგ სექციებში:

სამედიცინო ქიმია/ფარმაცევტული მეცნიერებები
ბიოორგანული და სამედიცინო ქიმია/წამლის დიზაინი და წამლის შემუშავება
ორგანული ქიმია/სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებები სამედიცინო ქიმიაში/ ბიოორგანული და სამედიცინო ქიმია
სამედიცინო ქიმია, ქიმიური ბიოლოგია/წამლის კომპიუტერული დიზაინი
პოსტერული მოხსენება
საქართველოდან მე-6 მსოფლიო კონგრესს ესწრებოდნენ  თსსუ-ს ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი -ნანა გორგასლიძე;  უფროსი მეცნიერ- თანამშრომლები: მალხაზ გეთია, მაია მერლანი, ნანული ნადარაია, და ლელა ამირანაშვილი.

სესიის თავმჯდომარე, პროფესორი ნანა გორგასლიძე ,ზეპირი მოხსენებით წარსდა ფართო აუდიტორიის წინაშე და ისაუბრა ქოქოსის ხის ნაყოფებიდან და ღეროებიდან მიღებული ბრომელაინის ანალიზის მეთოდების შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნება თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შექმნილი, ახალი ფარმაცევტული პროდუქტის სტანდარტიზაციისათვის. 
კონგრესის სესიის თავმჯდომარედ არჩეული  მაია მერლანის   მოხსენების თემას წარმოადგენდა- თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში სინთეზირებული 5α-სტეროიდული ჰიდრაზონები, რომელთა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აქტივობაც in vitro  ექსპერიმენტში უკვე შესწავლილია.
მსოფლიო კონგრესზე მალხაზ გეთიას მოხსენება ეხებოდა  თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შექმნილი სამკურნალო პრეპარატების და ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტის რაოდენობრივი ანალიზის მეთოდს.
კონგრესზე სიტყვით  წარსდგა ლელა ამირანაშვილი, რომლის  მოხსენების მიხედვით - გვარი Symphytum L. სხვადასხვა სახეობებიდან იზოლირებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელთა იდენტიფიცირება განხორციელდა ანალიზის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. 
 „თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში სინთეზირებულია 5α-სტეროიდული ამინები, შესწავლილია მათი ანტივირუსული, ტუბერკულოზის და სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობები in vitro  ექსპერიმენტში.“ -თემის ირგვლივ  სექციაში პოსტერული მოხსენება , კონგრესის სტუმრებს ესაუბრა  ნანული ნადარაია.