პროდუქცია

ფლარონინი

ფლარონინი

ფლარონინი შეიცავს ფლავონგლიკოზიდ რობინინს, რომელიც მიიღება მცენარე – Astragalus falcatus Lam. ნამგალნაყოფა ასტრაგალის ფოთლებიდან და ყვავილებიდან. პრეპარატი აძლიერებს თირკმლის მიერ აზოტის გამოყოფის ფუნქციას. აქვეითებს სისხლში ნარჩენი აზოტის, შარდოვანასა და კრეატინინის რაოდენობას. ნორმაში მოჰყავს თირკმლისმიერი არტერიული სისხლის წნევა და შაქრის დონე. აძლიერებს დიურეზს და ენდოგენური კრეატინინის კლირენსს.

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ფლარონინი - FLARONIN

 

სავაჭრო დასახელება:

ფლარონინი- FLARONIN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიაზოტემიური საშუალება.

წამლის ფორმა:

0,03 გ ტაბლეტები #60

ტაბლეტის შემადგენლობა:

ფლარონინი წარმოადგენს ფლავონგლიკოზიდ რობინინს –3–0_რამნოგალაქტოზილ –7–0–რამნოზილ–3,5,7,4''–ტეტრაჰიდროქსიფლავონს. მიიღება მცენარე–Astragalus falcatus Lam. ნამგალნაყოფა ასტრაგალის (ოჯ. Fabaceae) ფოთლებიდან და ყვავილებიდან.

აქტიური სუბსტანცია:

ფლარონინი                                    - 0,03 გ

არააქტიური სუბსტანციები: 

კარტოფილის სახამებელი        - 0,0385 გ

რძის შაქარი                                 - 0,03 გ

კალციუმის სტეარატი               - 0,0005 გ

ტალკი                                           - 0,001 გ

აღწერა:

ბრტყელცილინდრული ფორმის, ღია ყვითელი, მომწვანო ელფერით დაწინწკლული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აძლიერებს თირკმლის მიერ აზოტის გამოყოფის ფუნქციას. აქვეითებს სისხლში ნარჩენი აზოტის, შარდოვანასა და კრეატინინის რაოდენობას. ნორმაში მოჰყავს თირკმლისმიერი არტერიული სისხლის წნევა და შაქრის დონე. აძლიერებს დიურეზს და ენდოგენური კრეატინინის კლირენსს.

გამოყენების ჩვენებები:

ჰიპერაზოტემიით გამოწვეული თირკმელების ქრონიკული უკმარისობა,პიელონეფრიტის, გლომერულონეფრიტის, ნეფროსკლეროზის დროს კომპლექსურ თერაპიაში.

გამოყენების წესი და დოზები:

მიიღება ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.მკურნალობის ხანგრძლივობა-20-30 დღე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსს ახანგრძლივებენ ან იმეორებენ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ატარებენ ანტიჰისტამინურ თერაპიას).

მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღიშნული ინსტრუქციაში.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

დოზის გადაჭარბება:

არ არის გამოვლენილი.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.

მკურნალობის პერიოდში არ არის სასურველი თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

- მოარიდეთ ბავშვებს;

- პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე;

-მექანიზმებთან მუშაობაზე;

-ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

5 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:

ჯგუფი - II,  გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:

სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36.

ტელეფონი: 253-14-94,  252-19-04;  ფაქსი: 252-00-23

ელ-ფოსტა: tsmu-ikip.net;  ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu/