ფენოლური შენაერთების მიმართულება

ფენოლური შენაერთების მიმართულება
ფენოლური შენაერთების მიმართულება

პერსონალი: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი: ნ. ქავთარაძე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი: ქ. შალაშვილი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი: თ. საღარეიშვილი,  მეცნიერი თანამშრომელი: მ. სუთიაშვილი.

ისტორია: ფენოლური ნაერთების კვლევა სათავეს იღებს    1960 წლიდან ფიტოქიმიის განყოფილებაში სხვა ბუნებრივ ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებთან ერთად.  მიმართულება, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ჩამოყალიბდა 2005 წელს  ფიტოქიმიის  განყოფილების გაუქმების შემდეგ. 2005-2017 წწ ფუნქციონირებდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული. 2017 წლიდან  დღემდე არის  ფიტოქიმიის დეპარტამენტის  ერთ-ერთი მიმართულება.

მიზანი: საქართველოს ფლორის ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური ნაერთების შესწავლა მათგან სამკურნალო პრეპარატის შექმნის მიზნით.

ქვემიმართულებ(ებ)ი:

·  საქართველოს ფლორის ზოგიერთი პერსპექტული სახეობის ფენოლური და ციკლოარტანული ნაერთების ღრმა ქიმიური შესწავლა;

· ფარმაკობოტანიკური ექსპედიციის მასალების წინასწარი გამოკვლევა ფენოლური და ციკლოარტანული ნაერთების შემცველობაზე.

·   ფენოლური და ციკლოარტანული ნაერთების შემცველი  პერსპექტული სახეობების ძიება

ამოცანები:

· საქართველოს ფლორის ზოგიერთი პერსპექტული სახეობის ფენოლური და ციკლოარტანული ნაერთების ღრმა ქიმიური შესწავლა;

· ახლადგამოვლენილი ფენოლური ნაერთებით მდიდარი სახეობების შედარებით ღრმა ქიმიური კვლევა პერსპექტულობის დადგენის მიმართულებით.

კვლევის მეთოდები:

· ფიზიკური,

· ქიმიური,

· ფიზიკურ-ქიმიური (ინსტრუმენტული)

სასწავლო მიმართულება: სასწავლო პროგრამების(სილაბუსების) შედგენა,  დოქტორანტების მომზადება.

საექსპერტო-საკონსულტაციო  მიმართულება: დისერტაციების და სამეცნიერო შრომების  რეცენზია, ექსპერტიზა.

კვლევის  ძირითადი შედეგები:

· ფარმაკობოტანიკური ექსპედიციების მასალების 2000-ზე მეტი ნიმუშის წინასწარი გამოკვლევით გამოვლენილია ფლავონოიდებით მდიდარი და პერსპექტული სახეობები, როგორც გავრცელების არეალების, ისე მათგან მიღებულ ნივთიერებათა მედიცინაში გამოყენების თვალსაზრისით. ობიექტების ანალიზით დადგინდა, რომ სხვადასხვა რეგიონში მოზარდი ერთი და იგივე სახეობა ფენოლური ნივთიერებების შემცველობით განსხვავდება როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად.

· მიმდინარეობს განსაკუთრებულად პერსპექტული გვარების  Astragalus, Rhododendron, Salvia, Trifolium, urtica, Ononis და სხვ. წარმომადგენელთა კვლევა.

·დადგენილია   საქართველოს ფლორის   Astragalus-ის    და  Trifolium-ის სახეობების   ტაქსონომიური ნიშნები.

· იზოლირებული და დახასიათებულია- 482  ინდივიდი( ფლავონები, ფლავონოლები, ფლა- ვანანოლები,ხალკონები, აურონები, პტეროკარპანები, ტანინები, ტრიტერპენები,  ციკლოარტა- ნები, ფენოლმჟავები და სპირტები),

განსხვავებული სტრუქტურით  - 173,

სტრუქტურულად  ახალი    -   53  

პირველადაა გამოვლენილი Ononis arvensis - ის მიწისზედა ნაწილის სუბსტანციის  გასტროპროტექტორული აქტივობა.

· დამუშავებულია და წარმოებაში ჩანერგილია:

ორიგინალური, ოფიცინალური პრეპარატი -  „ფლარონინი“ ტაბლეტებში 0.03, ჰიპოაზო -ტემიური, დიურეზული და ჰიპოგლიკემიური საშუალება;

გალენური :

როდოპესის მალამო 5%,-  ჰერპეს-ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება;

გინკგო-ბათი“         -    ჰიპოქოლესტერინემული და საგულე საშუალება;

სატურინი“             -     კაფსულებში- ჰიპოგლიკემიური საშუალება;

ნუნისი                  -     მალამო; ფეხის საცხი;

სალბეი“                  -     ტაბლეტებში - ხველების საწინააღმდეგო საშუალება;   

სალბინი               -     კაფსულებში  - ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალება.

 

მიმდინარეობს ქიმიური კვლევა პერსპექტული ბიოლოგიურდ აქტიური სუბსტანციების:

კვების დანამატი – ჰიპოაზოტემური მოქმედების ჯამური პრეპარატი კაფსულებში Pueraria hirsuta -დან;

კვების დანამატი  -  ჰიპოაზოტემიური, დიურეზული და ჰიპოქოლესტერინემული აქტივობის ფარმაკოლოგიური პრეპარატი ფლარონინის   ნარჩენებიდან;

 ასტრაგალეგოზიდი - დიურეზული მოქმედების ინდივიდუალური გლიკოზიდი,

იზოასტრაგალეგოზიდი”    -    ჰიპოაზოტემიური და ჰიპოგლიკემიური მოქმედების ინდივიდუალური გლიკოზიდი;

ბორისოზიდი”- სისხლმბად ორგანოებზე მოქმედი (ლეიკემიის საწინააღმდეგო) ფარმა- კოლოგიური სუბსტანცია;

მიკრანტოზიდი - ლეიკოპოეზის მასტიმულირებელი ინდივიდუალური ფლავონოიდური გლიკოზიდი;  

TG-1”  -    კარდიოტონური მოქმედების ინდივიდუალური ფლავონოიდი;

კარდიო-ცა“ ჰიპოქოლესტერინემული და კარდიოტონური მოქმედების ციკლოარტანული     გლიკოზიდების ჯამი;

თხევადი ექსტრაქტი“  -  პროსტატის ადენომის სამკურნალო პრეპარატი ;  

 

დამუშავებულია სტანდარტული ნიმუშები:

რობინინ-სტანდარტი,

კემპფეროლ-სტანდარტი.

ოფიცინალურ პრეპარატებზე  შემუშავებული და დამტკიცებულია  ფარმაკოპეის სტატიები:

ნედლეულზე,

სუბსტანციაზე,  

სამკურნალო ფორმაზე.

აგრეთვე   წარმოების რეგლამენტები  და ტექნიკური პირობები.

პერსპექტულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე შედგენილია  დროებითი ფარმაკოპეის სტატიების პროექტები:

ნედლეულზე,

სუბსტანციაზე და

 სავარაუდო სამკურნალო ფორმაზე;

დამუშავებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და ჯამური პრეპარატების ანალიზის მეთოდიკები.

პუბლიკაციები:

მონოგრაფია    -   9

სამეცნიერო სტატია   - 205

თეზისები                    - 188

საავტორო მოწმობები   - 26