News

World Congress on Pharmacology & Chemistry of Natural Compounds
World Congress on Pharmacology & Chemistry of Natural Compounds

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2017 წლის 9-11 ოქტომბერს ჩატარდა მსოფლიო სამეცნიერო კონგრესი „ბუნებრივ ნაერთთა ფარმაკოლოგია და ქიმია“.
კონგრესის ჩატარებას ორგანიზება გაუკეთა საერთაშორისო ორგანიზაციამ - Innovic International Conferences (აშშ) და თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა.
კონგრესში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა. საქართველოს გარდა კონგრესში მონაწილეობდნენ მეცნიერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: აშშ, იაპონია, გერმანია, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, სინგაპური, მალაიზია, ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, ირანი, დომინიკის რესპუბლიკა, სომხეთი, ნიგერია, სამხრეთ კორეა და იორდანია.
კონგრესი მოიცავდა შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: სამედიცინო ქიმია, ფარმაკოლოგია, ნანოტექნოლოგიები, ტოქსიკოლოგია, ონკოლოგია, ოფტალმოლოგია და სხვ.
კონგრესის მიმდინარეობისას ჩატარდა - პლენარული მოხსენება: 6; ზეპირი მოხსენება: 22; პოსტერი: 14
კონგრესი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ნანა გორგასლიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რიმა ბერიაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Innovinc International Conferences“ (აშშ) მთელს მსოფლიოში ატარებს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებს, რომლებიც ეფუძნება თანამედროვეობის გამოჩენილ მეცნიერთა ცოდნასა და გამოცდილებას და საშუალებას აძლევს ექსპერტ – მომხსენებლებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეიკრიბონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები.
ორგანიზაციის მიზანია, მუდმივად გააკეთოს ფოკუსირება ინოვაციურ ტენდენციებზე, რომლებიც მოიცავს ყველაზე თანამედროვე თემებს. ორგანიზაცია დიდი სიფრთხილით არჩევს ყოველი შემდგომი კონგრესის მასპინძელ ორგანიზაციას.
აღსანიშნავია, რომ წელს ასეთი პატივი ერგო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს, რომლის დირექციაც ერთი წლის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს Innovinc International Conferences–ის ხელმძღვანელობასთან.
კონგრესის ერთ–ერთი ორგანიზატორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის, თსსუ–ის სოციალური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნანა გორგასლიძის ინფორმაციით, „ქართველი მეცნიერების გვერდით კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თავისი დარგის უძლიერესმა მეცნიერებმა, კერძოდ, ვლადიმირ ტორჩილინიმ (აშშ), რომელიც არის 12 წიგნის და 400–ზე მეტი სტატიის ავტორი და რომლის პუბლიკაციები 44 ათასჯერ არის ციტირებული საერთაშორისო გამოცემებში, ალექსანდრ სიროტკინმა (სლოვაკია), რომლიც არის 620 პუბლიკაციის ავტორი და 2200 ჯერ არის მისი ნაშრომები ციტირებული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მიხაელ დანილენკომ (ისრაელი), ნორიჩიკა ოგატამ (იაპონია), შტეფან შულცმა და სხვებმა. თითოეულმა მათგანმა გააკეთა ძალიან საინტერესო მოხსენებები ფარმაკოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე“.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში სრულად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თითქმის ყველა თანამშრომელი.
კონგრესის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური, აგრარული და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორებმა.
მსოფლიო კონგრესი „ბუნებრივი ნაერთების ფარმაკოლოგიისა და ქიმიის შესახებ“ დასრულდა მონაწილეებისათვის შესაბამისი სერთიფიკატების გადაცემით.