პროდუქცია

ფაციფლოგინი

ფაციფლოგინი

ფაციფლოგინი - ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზური) და სიცხის დამწევი (ანტიპირეტიკული) საშუალება. იწვევს სახსრების შესივების, ჰიპერემიის და ტკივილების კლება

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

  ფაციფლოგინი (Fatsiphloginum)

 

 

სავაჭრო დასახელება:

ფაციფლოგინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

წამლის ფორმა:

0,05 გ ტაბლეტები №60

ქიმიური შემადგენლობა :  

ფაციფლოგინი მცენარე იაპონური ფაციასგან (Fatsia japonica)  გამოყოფილ ტრიტერპენულ გლიკოზიდებს – ფაციოზიდებს შეიცავს, რომლებიც ქიმიურად ჰედერაგენინისა და ოლეანოლის მჟავას წარმოებულებს წარმოადგენენ.

1 ტაბლეტის შემადგენლობა:                                            

აქტიური  სუბსტანცია:                                                                                                                          

ფაციფლოგინი                                  0.05 გ                                 

დამხმარე  ნივთიერებები:

ლაქტოზა                                           0.05  გ                                    

მაგნიუმის ფუძე  კარბონატი         0.046 გ                        

სახამებელი                                        0.003 გ                                  

მაგნიუმის სტეარატი                       0.001 გ     

აღწერა:

ათქ კოდი :                                  

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იწვევს სახსრების შესივების, ჰიპერემიის და ტკივილების კლებას, რითაც იზრდება სახსრის მოძრაობის ამპლიტუდა. ანთებითი მოვლენების შემცირება (კერძოდ სახსრებში), მკურნალობის დაწყებიდან 5-6 დღის განმავლობაში აღინიშნება.

გამოყენების ჩვენებები:

რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილოართრიტი, რევმატიზმი, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი თანმხლები რეაქტიული სინოვიტით, ოსტეოქონდროზი, ტენდინიტები  და ტენდოვაგინიტები, პოდაგრა, ტკივილები ხერხემალში.

გამოყენების წესი და დოზები:

ერთჯერადი და სადღეღამისო დოზები ინდივიდუალურად უნდა იქნეს შერჩეული. მოზრდილები: 50 მგ (0,05 გ) საკვების მიღების შემდეგ 3-4 ჯერ დღეში; სადღეღამისო დოზამ შეიძლება შეადგინოს 200 მგ (0,2 გ).

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:

არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო პრეპარატებისაგან (NSAID) განსხვავებით ფაციფლოგინი არ  აღიზიანებს კუჭს. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მომატება. ამ დროს საკმარისია დოზის შემცირება; იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება სპეციფიკური ალერგია. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან  პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით: ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულობის ასაკში და პაციენტებში სხვადასხვა სახის პათოლოგიით.

გვერდითი  ეფექტების  გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

დოზის გადაჭარბება არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

კუჭ - ნაწლავის ეროზიულ - წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში, არტერიული ჰიპერტონია, ბრონქიალური ასთმა, გულის დეკომპესაცია, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი. მკურნალობის პერიოდში თამბაქოსაAდაAალკოჰოლის გავლენა პრეპარატის მოქმედებაზე არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

მოარიდეთ ბავშვებს;

პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე;

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:  3 წელი. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ და ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.

აფთიაქიდან გაცემის წესი:  

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი  - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:

სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36

ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23

ელ-ფოსტა: tsmu-ikip@.net; ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu