პროდუქცია

სატურინი

სატურინი

სატურინი წარმოადგენს მცენარე Saturea hortensis L. - ბაღის ქონდრის  ფოთლებისაგან  მიღებულ ჯამურ პრეპარატს.

სატურინი მნიშვნელოვნად აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში. ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით.

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

სატურინი - Saturin

 

სავაჭრო დასახელება:

სატურინი- Saturin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 

ჰიპოგლიკემიური საშუალება.

წამლის ფორმა:

0.33 გ კაფსულა №60 ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

კაფსულის  შემადგენლობა:

სატურინი წარმოადგენს მცენარე Saturea hortensis L. - ბაღის ქონდრის  ფოთლებისაგან  მიღებულ ჯამურ პრეპარატს. იგი შეიცავს ფლავონოიდებს და ფენოლკარბონმჟავებს, უმეტესწილად ლუტეოლინის გლიკოზიდებს და როზმარინის მჟავას; აგრეთვე ამინომჟავათა კომლექსს და მიკროელემენტებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით  კალიუმს.

 აქტიური სუბსტანცია

 ბაღის ქონდრის (Saturea hortensis) მშრალი ექსტრაქტი     -  0.221 გ;

 ბაღის ქონდრის (Saturea hortensis) ფოთლების ფხვნილი -  0.109 გ.  

აღწერა:

 კაფსულების შიგთავსი მოყავისფრო-მომწვანო ერთგვაროვანი ფხვნილი ან ადვილად ფხვნადი შემკვრივებული მასა,სპეციფიკური სუნით,მომწარო-მწკლარტე გემოთი.

ათქ კოდი: [A10B]

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სატურინი მნიშვნელოვნად აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში. ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით.

გამოყენების ჩვენებები:

რეკომენდებულია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს,აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, სათანადო დიეტის დაცვისა და ძირითადი მედიკამენტური მკურნალობის პირობებში.

გამოყენების წესი და დოზირება:

თითო კაფსულა ჭამის წინ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა -20-30 დღე. ორი კვირის შესვენების შემდეგ სატურინის მიღება უნდა განახლდეს.

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:

პრეპარატის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა.

პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით: ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულობის ასაკში და პაციენტებში სხვადასხვა სახის პათოლოგიით.

გვერდითი  ეფექტების  გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები:

არ  არის დადგენილი.

დოზის გადაჭარბება:

არ არის გამოვლენილი.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი. მკურნალობის პერიოდში თამბაქოსა და ალკოჰოლის გავლენა პრეპარატის მოქმედებაზე არ არის დადგენილი

განსაკუთრებული მითითებები:

მოარიდეთ ბავშვებს;

პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის მართვის უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე;

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,

 + 8°C -  + 15°C  ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ და ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:

ჯგუფი – III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:

სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36

ტელეფონი: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23

ელ-ფოსტა:tsmu-ikip@.net;  ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu