პროდუქცია

კავსურონი

კავსურონი

კავსურონი წარმოადგენს მცენარე კავკასიური ანუ ჩვეულებრივი სუროს (Hedera caucasigena seu H. helix) ფოთლების თხევად სპირტ-წყლიან ექსტრაქტს, რომელიც გამოიყენება როგორც ხველების შემაჩერებელი და ამოსახველები საშუალება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, ყივანახველას, ბრონქული ასთმის და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებების დროს.

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

კ ა ვ ს უ რ ო ნ ი - CAUSURONUM

 

სავაჭრო დასახელება:
კავსურონი-Causuronum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ამოსახველებელი და ბრონქოსპაზმოლიზური საშუალება.
წამლის ფორმა:
50 მლ შიგნით მისაღები წვეთები, მუქ ნარინჯისფერ პოლიმერული მასალის ფლაკონში.
შემადგენლობა:
„კავსურონი” (Causuronum) მცენარე კავკასიური ანუ ჩვეულებრივი სუროს (Hedera caucasigena seu H. helix) ფოთლების თხევადი სპირტწყლიანი წვეთებია. შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებსა და ფლავონოიდებს.
100 მლ-ზე:
ჩვეულებრივი სუროს ფოთლები - 10 გ
ეთილის სპირტი 96% - 40 მლ
გამოხდილი წყალი -100 მლ თხევადი ექსტრაქტის მიღებამდე
აღწერა: გამჭვირვალე ან სუსტი ოპალესცირების მოყვითალო - ყავისფერი სითხე, სპეციფიკური სუნით, მომწარო გემოთი.
ათქ კოდი: [R05CA]
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო მოქმედება სასუნთქი გზების დაზიანების დროს, გააჩნია გამოხატული ამოსახველებელი და ბრონქოსპაზმოლიზური თვისებები.
გამოყენების ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, ყივანახველა, ბრონქული ასთმა და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებები. პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ბრონქოლიზურ საშუალებებთან ერთად.
გამოყენების წესი და დოზები:
გამოიყენება შიგნით მისაღებად წვეთების სახით, მცირე რაოდენობა წყალთან ერთად.
3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 8-10 წვეთი 3-5-ჯერ დღეში;
5 წლის ზევით: 20 წვეთი 3-5-ჯერ დღეში;
მოზრდილები: 40 წვეთი 4-5-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი 12 დღემდე.
გვერდითი ეფექტები და სიფრთხილის ზომები:
არ არის დადგენილი.
პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით: ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულობის ასაკში და პაციენტებში სხვადასხვა სახის პათოლოგიით.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
დოზის გადაჭარბება:
არ არის გამოვლენილი.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.
მკურნალობის პერიოდში არ არის სასურველი თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები:
მოარიდეთ ბავშვებს;
შენახვისას შესაძლებელია მცირე რაოდენობის ნალექის გამოყოფა;
მიღების წინ შეანჯღრიეთ;
პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე;
მექანიზმებთან მუშაობაზე;
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის რეჟიმი:
ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:
სსიპ „თსსუ-ს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი“
მის.: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36
ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23
ელ-ფოსტა: tsmu-ikip@.net; ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu