პროდუქცია

კარიპაზიმი - უკრაინა

კარიპაზიმი - უკრაინა

მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტების კომპლექსი, რომელიც ნესვის ხის (პაპაიას) უმწიფარი ნაყოფების რძე-წვენიდანაა მიღებული. პრეპარატის აქტიური კომპონენეტებია: პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზები A და B, აგრეთვე, მუკოლიზური ფერმენტი ლიზოციმი.

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

კარიპაზიმი

გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზებული ფხვნილი გარე გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად, 400 PE მინის ფლაკონში, 10 მლ მოცულობით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა: გამხმარი პაპაიას რძიანი წვენი - 400 PE.

ეფექტურობა:

პროდუქტის ეფექტურობა განისაზღვრება აქტიური ნივთიერებით - პაპაიას პროტეოლიზური ფერმენტების კომპლექსით (ნესვის ხე - Carica papaya L., Papaev ოჯახი - Caricaceae), 400 პროტეოლიზური აქტივობით: პაპაინი, ქიმოპაპაინი, პეპტიდაზა A და B, მუკოლიზური ფერმენტი - ლიზოციმი.

კარიპაზიმი 400 PE, GE აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ფაგოციტოზს, აფერხებს ჰიალურონიდაზას მოქმედებას და აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებს ხერხემლისა და სახსრების მოქნილობას, მათ ფუნქციურ მდგომარეობას, ეხმარება შეამციროს ანთებითი პროცესების ინტენსივობა, მტკივნეული შეგრძნებები, დილის დაჭიმულობის  გაქრობა სახსრებში და ხერხემალში და ზრდის თერაპიის ეფექტურობას ... კარიპაზიმს აქვს ანტიცელულიტური მოქმედებაც.

რეკომენდაციები გამოყენებისათვის:

კანის რეგენერაციისთვის, დეგენერაციული - დისტროფიული ცვლილებების პროფილაქტიკა შემაერთებელ ქსოვილში, ცელულიტისთვის.

გამოყენების ჩვენებები:

კარიპაზიმის გამოყენება ელექტროფორეზული მეთოდით 400 პე

ელექტროფორეზული მეთოდით კარიპაზიმი მხოლოდ დადებითი პოლუსიდან შეჰყავთ.

I.  კარიპაზიმის ელექტროფორეზი ხერხემლის არეში

მკურნალობა საკურსოა - 2-3 კურსი (1 კურსი 20-30 პროცედურა).

დასაშვებია 1-2 დღიანი შესვენება პროცედურებს შორის.

განმეორებითი კურსები 30-60 დღის შემდეგ.

უშუალოდ პროცედურის წინ კარიპაზიმის 1 ან 0,5 ფლაკონში შეაქვთ 5-10 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი. 1-2 წვეთი დიმექსიდს ამატებენ ხსნარს. მიღებული ხსნარით ასველებენ ელექტროდის საფენებზე მოთავსებულ ფილტრის ქაღალდს, საფენის ზომებია: 10 სმ x 15 სმ ან 15 სმ x 20 სმ. უარყოფით პოლუსზე შეჰყავთ 3-5 მლ ამინოფილინის (ამინოფილინი) 2,4% ხსნარი.

საფენების განლაგების ვარიანტები:

გასწვრივად:

ა) კარიპაზიმი კისრის არეში (+)

ეუფილინი წელის არეში(-)

ბ) კარიპაზიმი კისრის არეში (+)

ეუფილინი მხარის არეში (-)

გ) კარიპაზიმი კისრის არეში (+)

ეუფილინი ორივე მხარზე ორკაპა ელექტროდით (-)

დ) კარიპაზიმი წელის არეში (+)

ეუფილინი საჯდომი ნერვის გამოსვლის წერტილში (-)

(ბარძაყის უკანა ზედაპირი)

ე) კარიპაზიმი წელის არეში (+)

ეუფილინი ბარძაყების არეში ორკაპა ელექტროდით (-)

განივად:

ვ) კარიპაზიმი წელის არეში (+)

ეუფილინი მუცლის არეში (-).

საფენების ტემპერატურა 37-39°C (წყლის თერმომეტრით მოწმდება). დენის ძალა 10-15 მილიამპერი (თანდათანობით უნდა გაიზარდოს) ექსპოზიციის დრო 10-დან 20 წთ-მდე (თანდათანობით უნდა გაიზარდოს). მოცემული პარამეტრების დაცვა აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატის ეფექტურობა მკვეთრად მცირდება. პროცედურის  შემდეგ წამლის შეყვანის ადგილზე კანი თბილი საპნიანი წყლით უნდა ჩამოირეცხოს.

II. კარიპაზიმის ელექტროფორეზი კელოიდური ნაწიბურების არეში:

ა)კარიპაზიმი უშუალოდ ნაწიბურებზე (+)

ეუფილინი ან კალიუმის იოდიდი საწინააღმდეგო ზედაპირზე ე.ი. განივად (-);

ბ)კარიპაზიმი უშუალოდ ნაწიბურებზე (+)

ეუფილინი - გასწვრივად პირველი საფენიდან 15-20 სმ მოშორებით (-).

სიფრთხილის ზომები:

• 16 წლამდე ასაკი;

• გაზრდილი ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

• მწვავე ანთებითი პროცესები ქსოვილებში;

• დისკის თიაქრის სეკვესტრაცია და სეკვესტრის  ფორამენალური მდებარეობა;

• ორსულობა;

• ლაქტაციის პერიოდი;

• მოარიდეთ ბავშვებს;

• არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

+2°C -დან +8°C -მდე ტემპერატურაზე. მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

მწარმოებელი:

სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. №36

ტელეფონი: 253-14-94,  252-19-04

ელ-ფოსტა: ikip@tsmu.edu

ვებ-გვერდი: www.ikip.tsmu.edu