პროდუქცია

ბენტობოლი

ბენტობოლი

 

 ბენტობოლი საქართველოს ასკანის ბენტონიტური თიხის საბადოდან მიღებულ პრეპარატ თიხა-ასკანეს ტაბლეტებია. ბენტობოლი ამჟღავნებს ეფექტური ადსორბენტის თვისებებს; სპობს ან საგრძნობლად ამცირებს ნაწლავთა აშლილობების დროს მეტეორიზმის მოვლენებს და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ჰიპერაციდული გასტრიტების დროს.

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ბენტობოლი - BENTOBOLUM


სავაჭრო დასახელება:
ბენტობოლი- BENTOBOLUM
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ენტეროსორბენტი, ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები.
წამლის ფორმა: ტაბლეტები 1,0 გ N30
შემადგენლობა:
თიხა ასკანე - 0,97 გ
ნატრიუმის ქლორიდი - 0,02 გ
კალციუმის სტეარატი - 0,01 გ
აღწერა:
ბრტყელცილინდრული ფორმის, მონაცრისფრო, უსუნო, ოდნავ მთრიმლავი გემოს დაწინწკლული ტაბლეტები.
ათქ-კოდი: A02D
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამჟღავნებს ეფექტური ადსორბენტის თვისებებს, სპობს ან საგრძნობლად ამცირებს ნაწლავთა აშლილობების დროს მეტეორიზმის მოვლენებს და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ჰიპერაციდული გასტრიტების დროს, აქვს ფაღარათის საწინააღმდეგო მოქმედება: ამცირებს კუჭის მოქმედების სიხშირეს, ხელს უწყობს განავლის ფორმირებას. ამცირებს მის პათოლოგიურ მინარევებს: მაკროსკოპიულად შესამჩნევ ლორწოს, სისხლს.
გამოყენების ჩვენებები:
სხვადასხვა ეტიოლოგიის მეტეორიზმის, ქრონიკული და ჰიპერაციდული გასტრიტების, რეფლუქს-ეზოფაგიტის, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომის, ფსევდომემბრანული კოლიტის და დისბაქტერიოზების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზები:
მიიღება შიგნით 1-2 ტაბლეტი დღეში 3 -ჯერ,ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვემდე.
გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:
არ არის გამოვლენილი.
პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით: ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულობის ასაკში და პაციენტებში სხვადასხვა სახის პათოლოგიით.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
დოზის გადაჭარბება:
არ არის გამოვლენილი
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მაადსორბირებელი თვისებების გამო ბენტობოლმა შეიძლება შეამციროს ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა.
თანმხლები ფარმაკოთერაპიის დროს ბენტობოლი გამოიყენება სამკურნალო საშუალების მიღებამდე, ან მიღების შემდეგ 30 წუთის ინტერვალით.
მკურნალობის პერიოდში თამბაქოსა და ალკოჰოლის გავლენა პრეპარატის მოქმედებაზე არ არის დადგენილი.
განსაკუთრბული მითითებები:
მოარიდეთ ბავშვებს;
პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე;
მექნიზმებთან მუშაობაზე;
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
5 წელი. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ და ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
ჯგუფი III–გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:
სსიპ“თსსუ-ს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი“
მის.: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. N36
ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23
ელ-ფოსტა: tsmu-ikip@.net; ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu