სიახლეები

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს  თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები სტუმრობენ
თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები სტუმრობენ

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სტიპენდიანტი  დიანა სარქისიანი და  ლუკა ჯავახიშვილი, პრაქტიკული სამეცნიერო საქმიანობის შესასწავლად და პროფესიული გამოცდილების მისაღებად, ლაბორატორიაში ეცნობიან სამკურნალო პრეპარატების შექმნის პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

სტუდენტებს, ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები თეორიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებაში ეხმარებიან

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში დაინერგა ახალი პროგრამა - “მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა”, რაც ხელს უწყობს მეტი ახალგაზრდა კადრის დაინტერესებასა და მოზიდვას

თსსუ-ის სტუდენტები პროფესიული გამოცდილების მისაღებად და პრაქტიკული სამუშაოების განსახორციელებლად პერმანენტულად გადიან სტაჟირებას ინსტიტუტის ლაბორატორიებში