სიახლეები

COST-ის საინფორმაციო შეხვედრა თსსუ-ში
COST-ის საინფორმაციო შეხვედრა თსსუ-ში

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლები თსსუ-ში ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ქსელის - COST-ის საინფორმაციო შეხვედრას დაესწნენ

შეხვედრის ფარგლებში თსსუ-ის აკადემიური პერსონალი გაეცნო:

  • COST-ის საქმიანობას
  • დაფინანსების მექანიზმებს
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობას
  • ქსელურ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებს

აღნიშნული ინფორმაცია მონაწილეებს COST-ის სამეცნიერო მიმართულების ოფიცერმა ინგა დადეშიძემ (ბრიუსელი, ბელგია) წარუდგინა