სიახლეები

20-25 სექტემბერს საქართველო-ისრაელის ორმხრივი სიმპოზიუმი გაიმართა
20-25 სექტემბერს საქართველო-ისრაელის ორმხრივი სიმპოზიუმი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ორგანიზებით

20-25 სექტემბერს საქართველო-ისრაელის ორმხრივი სიმპოზიუმი სახელწოდებით - ახალი ტენდენციები სამკურნალო საშუალებების ძიებასა და შემუშავებაში გაიმართა.

ღონისძიების მიზანი სამკურნალო საშუალებების ძიებისა და შემუშავების შესახებ ცოდნის გაცვლა და ახალი მიდგომებისა და იდეების გაზიარება იყო.

უახლესი მიღწევების გასაცნობად ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ფარმაციის წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები.

სიმპოზიუმზე მკვლევრებს, სტუდენტებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ ინფორმაცია მიეღოთ დარგში არსებული თანამედროვე ტენდენციებს, მიდგომებისა და პერსპექტივების შესახებ.