სიახლეები

25 სექტემბერს ფარმაცევტთა საერთაშორისო დღე აღინიშა
25 სექტემბერს ფარმაცევტთა საერთაშორისო დღე აღინიშა

25 სექტემბერს თსსუ-ის .ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ფარმაცევტთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ღონისძიება გახსნა აკადემიკოსმა ეთერი ქემერტელიძემ, რომელმაც ქართული ფარმაციის ისტორიასა და განვლილ გზაზე ისაუბრა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ თსსუ-ის .ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ლაშა მსხილაძე და ფინანსური დირექტორი - ვასილ ჭეიშვილი, რომლებმაც ინსტიტუტის მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნეს საზოგადოებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წევრები, თსსუ-ის .ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები და თსსუ-ის ფარმაცევტული ფაკულტეტის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოება, სადაც ფარმაცევტებს ქართულ ფარმაციაში შეტანილი წვლილისთვის მედლები გადაეცათ.