სიახლეები

საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომების შესახებ
საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომების შესახებ


10 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება წიგნის  „საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები“  პრეზენტაცია.  წიგნი გამოიცა  აკად. წევრ-კორ. გია ნახუცრიშვილის პროექტის  „საქართველოს ბოტანიკური მეცნიერების სათავეებთან“  ფარგლებში და მასში შესულია ინფორმაცია ღვაწლმოსილი ბოტანიკოს-ანატომების, მათი მიღწევების, მიგნებებისა და აღმოჩენების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ნაშრომში მნიშნელოვანი ადგილი ეთმობა , ფარმაკოქიმიის ინსტიტუში მოღვაწე ნიკოლოზ ანელს. დოქტორი, პროფესორი ანელი ხელმძღვანელობდა, სწორედ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის  ფარმაკო-ბოტანიკის განყოფილებას,რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო 1932 წელს დაარსებულ ინტიტუტში.

ნიკოლოზ ანელი სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად შრომობდა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში და მანვე შეადგინა ეგზოტიკურ მცენარეთა ფერბარიუმი, რომელიც მოიცავს 120 ოჯახს,  330 გვარს და 430 სახეობას. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა მისი უნიკალური უნარი, წარმოეჩინა  მცენარეთა სტრუქტურა სახვითი ხელოვნების ნიმუშების სახით.