სიახლეები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ თსსუ-ს იოველ ქუთათელაძის   ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 7დეკემბრიდან 2017 წლის 7 იანვრის  ჩათვლით.  

კონკურსი ცხადდება შემდეგ  თანამდებობებზე: 

ფიტოქიმიური სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მცენარეული ბიოპოლიმერების და ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაციის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი.
ფარმაცევტული პროდუქტის, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების და
კოსმეტოლოგიურ საშუალებების ფორმათა ტექნოლოგიის დეპარატმენტის  ხელმძღვანელი.

კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი.


სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად  შეიძლება  არჩეულ  იქნეს  პირი, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი, ან უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად უმაღლესი განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებულ  პირობებს და აქვს  შესაბამის სფეროში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არანაკლები 1 წლის მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა)პირადობის მოწმობის ასლი

        ბ)წერილობითი განცხადება კომისიის სახელზე;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) ორი ფერადი ფოტო ზომით 3X4;
ე) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) შევსებული ანკეტა და ანკეტის ფორმით გათვალისწინებულ დოკუმენტების ასლები.

საკონკურსო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატთა სიას 5 დღის ვადაში წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს განსახილველად. არაუგვიანეს 12 იანვრისა სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას თანამდებობაზე არჩევის თაობაზე.

დამატებით ინფორმაციისათვის მიმართეთ საკონკურსო კომისიას, შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, პ. სარაჯიშვილის ქ. N.36 თსსუ-ს იოველ ქუთათელაძის   ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული, კანცელარია, ყოველ  სამუშაო დღეს 10:00-17:00 საათამდე. ტელ.: 2 520 023 / 2 521 904 / 2 531 494.