სიახლეები

მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში, ბრისბენი, ავსტრალია
მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში, ბრისბენი, ავსტრალია


2015 წლის 20-22 ივლისს, ქალაქ ბრისბენში (ავსტრალია) ჩატარდა   მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში დევიზით “ფარმაკოლოგიაში წამალთა შემუშავების მონიტორინგი და პრობლემების გადაწყვეტა”. 

კონგრესი ორგანიზებული იყო ომიკს-ის ჯგუფის სამეცნიერო ჟურნალების Biochemistry & Pharmacology;  Cardiovascular Pharmacology;  Clinical Pharmacology & Biopharmaceutics; Clinical & Experimental Pharmacology da Forensic Toxicology and Pharmacology მხარდაჭერით.

კონგრესის პროგრამა შედგებოდა შემდეგი მიმართულებებისაგან:

×          გულ-სისხლძარღვთა ფარმაკოლოგია

×          კლინიკური ფარმაკოლოგია და რეცეპტორების თეორია

×          კლინიკური კვლევა და  კლინიკური კვლევის ინსტრუქციები

×          წამალთა ფარმაკოლოგიური შემუშავების უახლესი ტენდენციები

×          ნეიროფარმაკოლოგია და მისი უპირატესობები

×          ფარმაცოეპიდემიოლოგია და წამლის უსაფრთხოება

×          ფარმაცოგენეტიკა და ფარმაკოგენომიკა

×          ფარმაკოგნოზია, ფიტოქიმია და ფარმაკოლოგიური სკრინინგი

×          თეორიული ფარმაკოლოგია

×          ტოქსიკოლოგია

×          სისხლძარღვთა ფარმაკოლოგია და ჰემატოლოგია

 

კონგრესზე წარმოდგენილი ზეპირი და სასტენდო მოხსენებები ეძღვნებოდა თანამედროვე ფარმკოლოგიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დარგის მეცნიერულ მიღწევებს და მომავლის პერსპექტივებს. კონგრესში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა დელეგატმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან  კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო  თსსუ ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წინაკლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი კ. მულკიჯანიანი. მისი ზეპირი მოხსენება შეეხებოდა ლაშქარას მცენარეული ბიოპოლიმერის და მისი სინთეზური მონომერის ფარმაკოლოგიური თვისებების შედარებითი შესწავლას სხვა და სხვა ინ ვიტრო და ინ ვივო მოდელებზე.

            უცხოელ კოლეგებთან დაისახა მომავალი თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები.

            კ. მულკიჯანიანი ხელმძღვანელობდა კონგრესის საპოსტერო კონკურსის ჟიურის მუშაობას და არჩეული იყო მომდევნო კონგრესის (3rd World Congress on Pharmacolgy, Birmingham, UK  August 08-10, 20016) საორგანიზაციო კომიტეტში. 

            კონგრესის მასალები დაიბეჭდა ომიკს-ის ჯგუფის ჟურნალში Clinical and Experimental Pharmacology, 2015, Volume 5, N 4.