პროდუქცია

გინკგო-ბათი

გინკგო-ბათი

 

გინკგო-ბათი ნოოტროპული და ფსიქომასტიმულირებელი საშუალებაა. აუმჯობესებს კაპილარულ, არტერიულ და ვენურ სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს სისხლძარღვთა ფუნქციებს თავის ტვინში და კიდურებში, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

გინკგო-ბათი - GINKGO-BATHI

 

სავაჭრო დასახელება:

გინგკო-ბათი - GINKGO-BATHI

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

წამლის ფორმა:

50 მლ თხევადი ექსტრაქტი, შიგნით მისაღები წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.

შემადგენლობა:

100 მლ თხევადი ექსტრაქტი-გინკგო ბილობას ფოთლები (Ginkgo biloba L.) - 15,6 გ

ეთილის სპირტი 96%       -  43,0 გ

გასუფთავებული წყალი  - 100 მლ

აღწერა: მუქი ყავისფერი სითხე,სპეციფიკური სუნით,მწკლარტე გემოთი.შენახვისას შესაძლებელია მცირე რაოდენობის ნალექის გამოყოფა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გინკგო-ბათი ნოოტროპული და ფსიქომასტიმულირებელი საშუალებაა. აუმჯობესებს კაპილარულ, არტერიულ და ვენურ სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს სისხლძარღვთა ფუნქციებს თავის ტვინში და კიდურებში,ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.

გამოყენების ჩვენებები:

ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და  კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა მდგომარეობების პრევენციისათვის: სისხლის მიმოქცევის და ათეროსკლეროზული დარღვევები, გონებრივი შრომის უნარის შესუსტება, აღქმის უნარის და ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დარღვევა, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ქვედა კიდურების ვენების გაგანიერება.

მოქმედების მექანიზმი:

გინკგო ბილობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალურ ფუნქციონირებას, კერძოდ კი კაპილარულ, არტერიულ და ვენურ სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს სისხლძარღვთა ფუნქციებს თავის ტვინში და კიდურებში, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.

გამოყენების წესი და დოზები:        

მიიღება შიგნით 30-40 წვეთი  3-ჯერ დღეში ჭამის წინ, არანაკლებ 3 თვე

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:

იშვიათდ აღინიშნება დისპეპსიული მოვლენები,განაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და კანის ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, სისხლის შედედების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).

დოზის გადაჭარბება:

არ არის გამოვლენილი.

ურთიერთმოქმედება სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის რეკომენდებული ერთობლივად ასპირინთან და ანტიკოაგულანტებთან გამოყენება, აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შედედების კონტროლი;

ბადის მიღების პერიოდში არ არის სასურველი თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

- მოარიდეთ ბავშვებს;

- ბადი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე;

- შენახვისას შესაძლებელია მცირე რაოდენობის ნალექის გამოყოფა, ხმარების წინ შეინჯღრიეთ;

-ბადის მიღება დაუშვებელია ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.

შენახვის პირობები:

გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ჯგუფი - III,გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:  

სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.

 მის.: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36.

ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23

ელ-ფოსტა: tsmu-ikip@.net; ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu/