სიახლეები

P-SC-EMB ექსპერტთა კომიტეტის მე-11-ე პლენარული სესია
P-SC-EMB ექსპერტთა კომიტეტის მე-11-ე პლენარული სესია

ა/წ 15-16 მაისს ფარმაცევტული ტექნოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის დოქტორი ლ. წიკლაური, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს ექსპერტი ჯანმრთელობაზე ზრუნვის და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპული დირექტორატის (EDQM) მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტში, მონაწილეობას იღებდა ფარმაცევტული და საკვები პროდუქციის შესაფუთი მასალების (P-SC-EMB) ექსპერტთა კომიტეტის მე-11-ე პლენარულ სესიაში ქ. სტრასბურგში.

  სხდომაზე განხილული იყო საკითხები, რომლებიც ეხებოდა მეტალების და მათი შენალღობების რაოდენობრივი შემცველობის უსაფრთხო, ზღვრულ ლიმიტებს საკვები და ფარმაცევტული პროდუქციის შესაფუთი მასალების, საღებავების, შეფუთვებზე გამოყენებული საბეჭდი მელნების და ა.შ. შემადგენლობაში.

სხდომაზე აგრეთვე საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწოდებული იყო ინფორმაცია ნოემბერში ლიუბლანაში (სლოვენია) დაგეგმილი სიმპოზიუმის - “Metal and Alloys in Food Contact Applications” მოსამზდებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

გაიმართა P-SC-EMB კომიტეტის მიერ მომზადებული წიგნის “Metals and alloys used in food contact materials and articles” (1st Edition 2013) პრეზენტაცია. იგი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს მწარმოებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის და მოიცავს ზოგად დებულებებს და რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს შესაბამისი საკანონმდებლო ზომების მიღებაში ზოგიერთი მეტალის იონების მიგრაციით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკის შესამცირებლად. წიგნში მოცემულია აგრეთვე გამოთავისუფლების ლიმიტი მეტალებისთვის და ანალიზის მეთოდები; გამოსულია ინგლისურ ენაზე ნაბეჭდი და ონლაინ ვერსიის სახით (EDQM ვებ გვერდზე).