სიახლეები

ახალგაზრდა მეცნიერთა საყურადღებოდ!
ახალგაზრდა მეცნიერთა საყურადღებოდ!


ახალგაზრდა მეცნიერთა საყურადღებოდ!
26 ივნისი, 2014 წელი

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსი”.

კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. კონკურსი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების დამყარებასა და გამოცდილების შეძენას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი.

– საგრანტო პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 თვე;
– სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2015 წლის 1 ოქტომბრისა;
– ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
– პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 14 ივლისის 24:00 საათამდე.

ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2014 წლის 17 ივლისის 18 საათისა.