სიახლეები

ფლორისტული კვლევის მეორე ერთდღიანი საველე გასვლა
ფლორისტული კვლევის მეორე ერთდღიანი საველე გასვლა


2014 წლის 29 მაისს ჩატარდა სამეცნიერო თემით დაგეგმილი თბილისის ზღვის ჩრდილოეთი მხრიდან  (თემქის დასახლება, ზღვის გარშემოწერილობის 26კმ)  შემოგარენის სეზონური, ფლორისტული კვლევის მეორე ერთდღიანი საველე გასვლა.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის თანამშრომლები:  ქ. მჭედლიძე, ჯ. ანელი, ე. ლომიძე და მ. მშვილდაძე; საველე გასვლას  ხელმძღვანელობდა ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის გამგე -  მ.ჭურაძე.

მაისის თვეში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დიდი ფლორისტული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რამაც ხელი შეგვიწყო შეგვეგროვებინა საჰერბარიუმო მასალა შემდგომი დამუშავებისა და საჰერბარიუმო ფონდის გამდიდრებისათვის. შგროვილია 150-ზე მეტი ნიმუში. მათ შორისაა: იალღუნი-Tamarix  ramosissima Ledeb.; სვია-Humulus lupulus L.; თელა-Ulmus; ტირიფი-Salix. ბალახოვანი მცენარეებიდან საინტერესოა  კაკბის საკენკელა - Lithospermum officinale L.; ბაყაყურა-Silybum marianum (L.) Gaertn.(Carduus marianus L.); ცხვირის სატეხელა -Adonis aestivalis L.; ასტრაგალები -Astragalus; ბაია-Ranunculus sceleratus L.; კიტრანა -Ecballium elaterium (L.) A. Rich.(Campanula lactiflora Bieb.); სატაცურის ორი სახეობა - Asparagus officinalis L., A.verticilatus L.; ბეგქონდარა -Thymus tiflisiensis  klok. Shost. და სხვა.

საინტერესოა თავისი ფიტოქიმიური შენმადგენლობით ასტრაგალი და ბაია, რაც ინსტიტურის ფიტოქიმიური კვლევებისთვის არის საჭირო.

ამჟამად მიმდინარეობს ჰერბარიუმის გაშრობა და კამერალურ სამუშაოები - ტაქსონების სტატუსის დადგენას