გინკგო-ბათი ნოოტროპული და ფსიქომასტიმულირებელი საშუალებაა. აუმჯობესებს კაპილარულ, არტერიულ და ვენურ სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს სისხლძარღვთა ფუნქციებს თავის ტვინში და კიდურებში, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
გინკგო-ბათი ნოოტროპული და ფსიქომასტიმულირებელი საშუალებაა. აუმჯობესებს კაპილარულ, არტერიულ და ვენურ სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს სისხლძარღვთა ფუნქციებს თავის ტვინში და კიდურებში, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
გინკგო-ბათი - GINKGO-BATHI
სავაჭრო დასახელება:
გინგკო-ბათი - GINKGO-BATHI
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
წამლის ფორმა:
50 მლ თხევადი ექსტრაქტი, შიგნით მისაღები წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.
შემადგენლობა:
100 მლ თხევადი ექსტრაქტი-გინკგო ბილობას ფოთლები (Ginkgo biloba L.) - 15,6 გ
ეთილის სპირტი 96% - 43,0 გ
გასუფთავებული წყალი - 100 მლ
აღწერა: მუქი ყავისფერი სითხე,სპეციფიკური სუნით,მწკლარტე გემოთი.შენახვისას შესაძლებელია მცირე რაოდენობის ნალექის გამოყოფა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გინკგო-ბათი ნოოტროპული და ფსიქომასტიმულირებელი საშუალებაა. აუმჯობესებს კაპილარულ, არტერიულ და ვენურ სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს სისხლძარღვთა ფუნქციებს თავის ტვინში და კიდურებში,ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
გამოყენების ჩვენებები:
ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა მდგომარეობების პრევენციისათვის: სისხლის მიმოქცევის და ათეროსკლეროზული დარღვევები, გონებრივი შრომის უნარის შესუსტება, აღქმის უნარის და ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დარღვევა, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ქვედა კიდურების ვენების გაგანიერება.
მოქმედების მექანიზმი:
გინკგო ბილობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალურ ფუნქციონირებას, კერძოდ კი კაპილარულ, არტერიულ და ვენურ სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს სისხლძარღვთა ფუნქციებს თავის ტვინში და კიდურებში, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
გამოყენების წესი და დოზები:
მიიღება შიგნით 30-40 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, არანაკლებ 3 თვე
გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:
იშვიათდ აღინიშნება დისპეპსიული მოვლენები,განაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და კანის ალერგიული რეაქცია.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, სისხლის შედედების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).
დოზის გადაჭარბება:
არ არის გამოვლენილი.
ურთიერთმოქმედება სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის რეკომენდებული ერთობლივად ასპირინთან და ანტიკოაგულანტებთან გამოყენება, აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შედედების კონტროლი;
ბადის მიღების პერიოდში არ არის სასურველი თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები:
- მოარიდეთ ბავშვებს;
- ბადი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე;
- შენახვისას შესაძლებელია მცირე რაოდენობის ნალექის გამოყოფა, ხმარების წინ შეინჯღრიეთ;
-ბადის მიღება დაუშვებელია ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.
შენახვის პირობები:
გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ჯგუფი - III,გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:
სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.
მის.: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36.
ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23
ელ-ფოსტა: tsmu-ikip@.net; ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu/