კონფერენცია

თსსუ-ის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის 90 წლის და აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.
თსსუ-ის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის 90 წლის და აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.
ინსტრუქციები ავტორებისთვის

ინსტრუქცი ავტორებისთვის *

ძვირფასო კოლეგებო,

შეგიძლიათ  ჩამოტვირთოთ ISPC-22 აბსტრაქტის შაბლონი აქ, შეავსოთ იგი და შეინახოთ როგორც MS-Word ფაილი სახელად

FIRST.LASTNAME_ABSTRACT_ISPC-22.docx ( .doc ფაილები არ მიიღება)

თუ 1-ზე მეტი აბსტრაქტია წარმოდგენილი, გთხოვთ, დაამატოთ შესაბამისი ნომერი ფაილის სახელში შემდეგნაირად

FIRST.LASTNAME_[n]_ABSTRACT_ ISPC-22.docx


აბსტრაქტები მიიღება მხოლოდ რეგისტრირებული წევრებისგან.

აბსტრაქტს არ უნდა ჰყავდეს 5-ზე მეტი ავტორი, 
ერთი და იგივე ავტორი შეიძლება წარმოდგენილი იყოს არაუმეტეს ორ აბსტრაქტში


აბსტრაქტის გაგზავნამდე, გთხოვთ, შეამოწმოთ შემდეგი პარამეტრები:

ენა - ინგლისური

მოცულობა:  A4 ზომის მაქს. 2 გვერდი , სურათების, ცხრილების, ლიტერატურის ჩათვლით.

ტექსტის ზედა, მარჯვენა, მარცხენა და ქვედა ველები - 3 სმ, შრიფტი - "Calibri" (სასურველია) მთელ დოკუმენტში.

სათაურის  შრიფტის ზომა - bold 12 pt (ცენტრში)

ავტორის სახელები -  bold 11 pt (ცენტრში), ინიციალებით, რასაც მოჰყვება წერტილი და გვარი. წარმდგენი ავტორის გვარი უნდა იყოს ხაზგასმული

აფილირება - italic 10 pt (ცენტრში). 

წარმდგენი ავტორის ელ. ფოსტა: italic 10 pt (ცენტრში) ცალკე ხაზზე.

აბსტრაქტის ტექსტი -  ზომა 11 pt, განლაგება „justified“, სტილი “Normal” ).

სურათები -  მხოლოდ შავ-თეთრი *.jpg ფორმატში 300 pt გარჩევადობა (ცენტრში).

წარწერები – 10 pt (მარცხნივ)

მაგალითი:

Fig.N.  წარწერის ტექსტი


ცხრილი - 10 pt (ცენტრირებული გვერდზე)

ცხრილის სათაურის ტექსტი ზომა 10 , (მარცხნივ)

მაგალითი:

Table n. Caption text

 

Column title

Column title

Row title

 

 

 

 

 

ქიმიური ფორმულები და რეაქციის სქემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა შეიქმნას ChemDraw *.cdx ფორმატში შემდეგი პარამეტრებით:

Atom Labels and Captions – Arial bold 12 pt

 

ლიტერატურა - ქვემოთ მოყვანილი მაგალითის შესაბამისად და ტექსტში ციტირებული უნდა იყოს კვადრატული ფრჩხილებით, მაგ. [nn].

მაგალითი:

[nn] გვარი, ინიციალები, გამოცემის წელი, 'სტატიის სათაური', ჟურნალის სათაური, ტომი, ნომერი,  გვერდი xx-xx.

[1]  Smith, AB.  2015, Extraction of …., J. of Chromatography, vol. 2, no. 23, pp. 22-23.

აბსტრაქტები უნდა წარედგინოს სამეცნიერო კომიტეტს (m.merlani@tsmu.edu) 2022 წლის 1 აგვისტომდე.

შენიშვნა: გთხოვთ, არ გაგზავნოთ სურათები, ცხრილები და ფორმულები ცალკე ფაილებად.


* თსსუ-ის თანამშრომლებმა პრეზენტაციისთვის უნდა გამოიყენონ  თსსუ-ის შესაბამისი შაბლონები ( ზეპირი მოხსენება     პოსტერი 60x90 სმ ) 

ISPC-2022-ის სამეცნიერო კომიტეტი