News

დაჯილდოების ცერემონიალი
დაჯილდოების ცერემონიალი

ამა წლის 10 დეკემბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, გაიმართა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფის ჯილდო გადაეცა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფს აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორები, კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების ხელმძღვანელები.